სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი "ბარსელონა" იქნება. კატალონიური კლუბი გეგმავს ფეხბურთელების როგორც დამატებას, ასევე გუნდიდან გაშვებას.

ამ სიახლეში შემოგთავაზებთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო სიახლეს, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.

  • 02:19 - "ბარსელონა" მარკოს ალონსოს ლა ლიგაში ხვალ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაარეგისტრირებს [Relevo]
  • 02:12 - "ბარსელონამ" ექტორ ბელერინის ტრანსფერი დაადასტურა
  • 02:00 - სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა
  • 01:59 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" ექტორ ბელერინი ლა ლიგაში დაარეგისტრირა
  • 01:58 - ლა ლიგის ცნობით ბელერინისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერებში ყველაფერი რიგზეა [ჟერარ რომერო]
  • 01:51 - "ბარსელონა" "ჩელსისგან" მარკოს ალონსოს დასარეგისტრირებლად დოკუმენტაციას ელოდება [ESPN]
  • 01:44 - ობამეიანგისა და ალონსოს ტრანსფერში გარკვეული პრობლემა შეიქმნა, მაგრამ მოგვარდა [კატალონიის რადიო]
  • 01:43 - გავი პირველ გუნდში იანვარში დარეგისტრირდება, მანამდე კი ისევ 30 ნომრით ითამაშებს [Relevo]
  • 01:10 - "სიურპრიზი" ბერნარდუ სილვა იყო, მაგრამ არ გამოვიდა [ჟერარ რომერო]
  • 01:06 - ოფიციალურად: მემფის დეპაი "ბარსელონაში" რჩება. ფეხბურთელმა ეს Twitter-ზე დაადასტურა
  • 01:04 - ბარსელონა ალონსოსა და ბელერინის გარდა არავის დაიმატებს, დეპაი გუნდში რჩება [ფაბრიციო რომანო]
  • 01:01 - პიანიჩი "ბარსელონას" დღეს არ დატოვებს. ის, შესაძლოა, ისეთ ქვეყანაში გადავიდეს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა მოგვიანებით იხურება [ჟერარ რომერო]
  • 00:53 - "ბარსელონაში" ხვდებიან, რომ ახალი ფეხბურთელის დასამატებლად დრო აღააა [ადრიან სანჩესი]
  • 00:51 - დეპაის "ჩელსიში" ტრასფერი ჩაიშალა [Gol]
  • 00:39 - ლა ლიგაში მიაჩნიათ, რომ "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება გაუჭირდება და თუ გუნდს ვინმე დატოვებს, ეს იჯარა იქნება [ჟერარ რომერო]
  • 00:27 - მემფის დეპაის ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფეხბურთელმა "ბარსა" დატოვოს. ამ ეტაპზე შეთანხმება არცერთ გუნდთან არ არსებობს [ჟერარ რომერო]
  • 00:14 - "ბომბა" ტრანსფერი და სიურპრიზი არ იქნება. "ბარსელონა" ბელერინის, ალონსოსა და ობამეიანგის ტრანსფერებს დაადასტურებს და მეტი არაფერი მოხდება [Sport]
  • 00:08 - დეპაისა და "ჩელსის" შორის მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ სავარაუდოდ მხარეებს დრო არ ეყოფათ [The Independent]
  • 00:04 - ოფიციალურად: მარტინ ბრეითუეიტი "ესპანიოლში" გადავიდა
  • 23:57 - პიანიჩმა, შესაძლოა, "ბარსელონა" დატოვოს [ჟერარ რომერო]
  • 23:48 - ექტორ ბელერინი ბარსელონაში ხვალ ჩავა [ჟერარ რომერო]
  • 23:41 - ამჟამად "ბარსელონას" კომუნიკაცია ერთდროულად სამ კლუბთან აქვს [ჟერარ რომერო]
  • 23:40 - ჟორჟე მენდეში ბარსელონაშია [ჟერარ რომერო]
  • 23:39 - ორივე კლუბი და ფეხბურთელიც ადასტურებს, რომ ალვარო მორატა "ატლეტიკოში" რჩება [ფაბრიციო რომანო]
  • 23:37 - შუამავალი, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობდა, მემფის დეპაის "ჩელსიში" ტრანსფერზეც მუშაობა [ჟერარ რომერო]
  • 23:28 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" აბდე ეზალზულისთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ფეხბურთელი "ოსასუნაში" იჯარით გაუშვა
  • 23:21 - ობამეიანგი "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმებას გადის [ფაბრიციო რომანო]
  • 23:16 - ოფიციალურად: სერჟინიო დესტი "მილანში" იჯარით გადავიდა
  • 23:15 - ალვარო მორატა 100%-ით "ატლეტიკოში" რჩება [მატეო მორეტო]
  • 23:11 - ჟერარ რომერო: "მორატა ის სიურპრიზი არაა, რომელზეც მე ვსაუბრობ"
  • 23:07 - "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ალვარო მორატას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ [Sport]
  • 23:00 - მემფის დეპაის გარემოცვა ადასტურებს, რომ ფეხბურთელი ახალ გუნდს ეძებს. მისი ტრანსფერი დომინოს ეფექტს გამოიწვევს [ტონი ხუანმარტი]
  • 22:56 - ექტორ ბელერინმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. მან ხელი ელექტრონულად მოაწერა [ადრია ალბეტსი]
  • 22:40 - ლალპორტას "სიურპრიზი" ტოპ ფეხბურთელია [კატალონიის რადიო]
  • 22:35 - "ბარსელონამ" ნაბილ ფექირისა და დანი ოლმოს იჯარით აყვანა სცადა, თუმცა უშედეგოდ [Relevo]
  • 22:25 - ლაპორტას "სიურპრიზის" ხელზე ასაღები ხელფასი ბონუსების ჩათვლით 5.9 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ მის დასარეგისტრირებლად მემფის დეპაის გაყიდვაა საჭირო [ჟერარ რომერო]
  • 22:20 - სერია A-ს საიტმა სერჟინიო დესტის "მილანში" გადასვლა დაადასტურა
  • 22:17 - ობამეიანგი ლონდონში ჩაფრინდა [ელენა კონდისი]
  • 22:14 - ნაბილ ფექირი ადასტურებს, რომ "ბეტისის" ოფისში ხელფასის შესამცირებლად იყო, მიზეზი კი ვილიან ჟოზეს ლა ლიგაში დარეგისტრირებაა [El Chiringuito]
  • 22:05 - ნაბილ ფექირი "ბეტისის" ოფისში არა "ბარსელონაში" გადასასვლელად, არამედ ხელფასის შესამცირებლად მივიდა [ელენა კონდისი]
  • 22:03 - "ბასელონა" ნაბილ ფექირის დამატებას არ ცდილობს [COPE]
  • 22:00 - "ბარსელონა" ნაბილ ფექირის იჯარით აყვანაზე მუშაობს [ადრიან სანჩესი]
  • 21:53 - ნაბილ ფექირი "ბეტისში" იმყოფება იმისათვის, რომ "ბარსელონაში" ტრანსფერი დაასრულოს [AS]
  • 21:37 - დღეს ლა ლიგაში დაახლოებით 100 მილიონიანი ტრანსფერი განხორციელდება [El Chiringuito]
  • 21:31 - ჟორდი ალბა კარიერის "ბარსელონაში" დასრულებას აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიბრუნებს [კატალონიის რადიო]
  • 21:24 - ექტორ ბელერინის აგენტი ადასტურებს, რომ მან ბარსელონამდე მარკოს ალონსოსთან ერთად იმგზავრა
  • 21:24 - ექტორ ბელერინის "ბარსელონაში" გადასვლა 100%-ით გადაწყვეტილია. კონტრაქტი მხოლოდ ერთწლიანი იქნება [ფაბრიციო რომანო]
  • 21:15 - "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტის" დღეს დილით ბერნარდუ სილვაში 70+10 მილიონი ევრო შესთავაზა და პასუხს ელის [პედრუ ალმეიდა]
  • 21:12 - მარკოს ალონსოსთან ერთად ბარსელონაში ექტორ ბელერინის აგენტიც ჩაფრინდა [ჟერარ რომერო]
  • 21:05 - ტომას მუნიეს "ბარსელონაში" გადასვლა 100%-ით გამოირიცხა [ხავი მიგელი]
  • 20:54 - მემფის დეპაი "ჩელსის" შეთავაზებით დაინტერესებულია [Mundo Deportivo]
  • 20:50 - მარკოს ალონსო მალე ბარსელონას აეროპორტში დაეშვება [ჟერარ რომერო]
  • 20:49 - მარტინ ბრეითუეიტმა "ესპანიოლთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა [ფაბრიციო რომანო]
  • 20:10 - "ბარსელონა" მარტინ ბრეითუეიტს კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ მხოლოდ 150 ათას ევროს გადაუხდის [ლუის როხო]
  • 19:29 - ფრენკი დე იონგის "ბარსელონაში" დარჩენა გადაწყვეტილია [ფაბრიციო რომანო]
  • 19:28 - ერთმა კლუბმა ფრენკი დე იონგში "ბარსელონას" დღეს 100 მილიონზე მეტი შესთავაზა [ჟერარ რომერო]
  • 18:56 - "ბარსელონამ" ლა ლიგასთან კონსულტაცია გაიარა, თუ შეძლებს, დაარეგისტრიროს ფეხბურთელი, რომლის ხელზე ასაღები ხელფასიც 6 მილიონი ევრო იქნება. ეს ბევრია, ამდენი ხელფასი არც მარკოს ალონსოს ექნება და არც ექტორ ბელერინს [ჟერარ რომერო]
  • 18:51 - ობამეიანგი "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე გუნდთან გამოსამშვიდობებლად მივიდა [Sport]
  • 18:29 - "ბარსელონა" ბერნარდუ სილვას ტრანსფერს არ გამორიცხავს [ჟერარ რომერო]
  • 18:01 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" მარტინ ბრეითუეიტთან კონტრაქტი გაწყვიტა.
  • 17:38 - მარკოს ალონსო "ბარსელონაში" 2-3 საათში ჩავა [ჟერარ რომერო]
  • 17:27 - მარტინ ბრეითუეიტმა "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაწყვეტას ხელი მოაწერა. ის "ბარსას" ფეხბურთელი აღარაა [ფაბრიციო რომანო]
  • 16:54 - ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ ობამეიანგისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერები გადაწყვეტილია
  • 16:34 - ექტორ ბელერინმა "არსენალთან" კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია [ESPN]
  • 16:33 - გუშინ მემფის დეპაიმ "ბარსელონას" შეატყობინა, რომ გუნდიდან წასვლა უნდა [ჟერარ რომერო]
  • 16:32 - ობემეიანგის ტრანსფერის შეთანხმების შემდეგ "ბარსელონამ" და "ჩელსიმ" მოლაპარაკებები მემფის დეპაის ტრანსფერზე დაიწყეს [ჟერარ რომერო]
  • 16:13 - ჟორდი ალბამ "ბარსელონას" შეატყობინა, რომ მან დარჩენა გადაწყვიტა [ადრია ალბეტსი]
  • 15:53 - გადაწყვეტილია, რომ მარკოს ალონსო "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება [აშრაფ ბენ აიადი"
  • 15:18 - ობამეიანგის ტრანსფერი დახურულია - 15 მილიონი + მარკოს ალონსო [ჟერარ რომერო]
  • 15:13 - ჟორდი ალბა "ბარსელონაში" რჩება [ხავი მიგელი]
  • 14:51 - ბარსელონას აეროპორტში "ჩელსის" თვითმრფინავი იმყოფება, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერის დასრულებას ელოდება [COPE]
  • 14:49 - "ბარსელონამ" ალბა ტრანსფერზე დააყენა. ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, წავა, თუ მთელ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს [ლუის როხო]
  • 14:48 - ჟორდი ალბა "ბარსელონაზე" ნაწყენია, რადგან კლუბმა ის "ინტერს" შესთავაზა [Cuatro]
  • 14:24 - "ბარსელონამ" მარჯვენა მცველის პოზიციაზე არჩევანი ექტორ ბელერინზე შეაჩერა. ის ჩავის პრიორიტეტი არ იყო, მაგრამ ფინანსური ფაქტორების გათვალისწინებით არჩევანი სწორედ ბელერინზე შეჩერდა [RAC1]
  • 14:10 - ჟორდი ალბა წასვლას არ აპირებს. ის ფიქრობს, რომ სათამაშო დროს მიიღებს [ფაბრიციო რომანო, Sport]
  • 14:09 - აბდე ეზალზული იჯარით "ოსასუნაში" გადადის [ჟერარ რომერო]
  • 14:08 - აბდე ეზალზულის "ელჩეში" იჯარით გადასვლა შეჩერებულია [Onda Cero]
  • 14:00 - "ბარსელონამ" გადაწყვიტა, რომ ალეხანდრო ბალდე გუნდში რჩება [ჟერარ რომერო]
  • 13:44 - ალბას დარჩენის შემთხვევაში ბალდეს იჯარით გაშვება გამორიცხული არაა [ჟერარ რომერო]
  • 13:41 - აბდე ეზალზული "ელჩეში" იჯარით გადასვლას დასთანხმდა [Onda Cero]
  • 13:29 - "ბარსელონამ", შესაძლოა, 2 მარჯვენა მცველი დაიმატოს - ექტორ ბელერინი და ტომას მონიე [ჟერარ რომერო]
  • 13:24 - "ბარსელონამ" ბრეითუეიტს სთხოვა, "ესპანიოლში" არ გადასულიყო, მაგრამ დანიელი მაინც ამ გუნდში გადადის [Relevo]
  • 13:23 - ექტორ ბელერინი "ბარსელონაში" დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა [Relevo]
  • 13:11 - მარკოს ალონსოს აგენტი "ბარსელონას" ოფისში იმყოფება. მხარეები ობამეიანგი/ალონსოს ტრანსფერს ასრულებენ [SER]
  • 13:00 - მარტინ ბრეითუეიტმა "ესპანიოლში" სამედიცინო შემოწმება გაიარა [Mundo Deportivo]
  • 12:57 - მოსალოდნელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო საათებში ფრენკი დე იონგის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება [Daily Express, Sport]
  • 12:48 - ჟორდი ალბა "ინტერში" გადასვლაზე უარს იტყვის. მას არც წასვლა სურს და არც ხელფასის შემცირება [ლუის როხო]
  • 12:37 - მარტინ ბრეითუეიტი "ესპანიოლში" გადადის [Onda Cero]
  • 12:22 - "ბარსელონას" სურს, რომ ჟორდი ალბამ გუნდი დატოვოს. კატალონიელებმა ვეტერანი ფეხბურთელი არაერთ გუნდს შესთავაზეს, მათ შორის "ინტერს". თუმცა ალბას დარჩენა უნდა [TuttoMercato]
  • 12:20 - "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერიკ ტენ ჰაგს ურჩია, "აიაქსის" მეტი ყოფილი ფეხბურთელი აღარ დაემატებინა. სწორედ ამიტომ გამოირიცხა სერჟინიო დესტის ინგლისურ გუნდში გადასვლა [აშრაფ ბენ აიადი]
  • 12:17 - "ბარსელონა" და "ჩელსი" ობამეიანგის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. საუბარია 16 მილიონსა და მარკოს ალონსოზე [Relevo]
  • 11:51 - "ბარსელონამ" ხულიან არაუხოს ამ ეტაპზე დამატება გამორიცხა. კატალონიური გუნდი ამერიკელ მარჯვენა მცველს, შესაძლოა, იანვარში მიუბრუნდეს [Relevo]
  • 11:01 - სერჟინიო დესტი მილანში გაფრინდა და მალე "მილანს" შეუერთდება [COPE]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 322 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    CHEPE24
    სტუმარი [?]
    #182 1 სექტემბერი 2022 23:17
    0
    ხავი ესპანეთის ნაკრებს კრებს მგონი🤔😄😄
    საიტის ლეგენდა  [?]
    #181 1 სექტემბერი 2022 23:12
    0
    ალვარო ტოპი არაა,რიჟა ბაზარი მგონია.ეგეთი ფერანიც გვყავს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #180 1 სექტემბერი 2022 23:12
    0
    morats nagdad ar gamoushvebs simeone wels endoba rogorc chans tamashos tan ase tu ise,didi albatobit bernardu an olmo iqneba,100 milioni kide tyuili mgonia
    Culé [?]
    #179 1 სექტემბერი 2022 23:11
    0
    დეპაის უშვებენ და მორატა მოჰყავთ დდდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #178 1 სექტემბერი 2022 23:04
    2
    რომელი ტოპი ითამაშებს 5.9 ლიმონად,რომ დაფიქრდე.არავინ თავში არ მომდის.მარჯვენა მცველი ვინ?რის ჯეიმსი შანსი არაა,არნოლდი შანსი არაა,ჰაკიმი გამორიცხულია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #177 1 სექტემბერი 2022 23:02
    0
    22:40 - ლალპორტას "სიურპრიზი" ტოპ ფეხბურთელია [კატალონიის რადიო]
    ===============
    heart_eyes heart_eyes ნეიმარიიიი..
    ( heart_eyes ნეტა მესი იყოს )
    მაგრამ რაის 100 მლნ???
    - მე ვფიქრობ რომ მესი-ნეიმარი-რონალდუში აღარავინ გადაიხდის 100 მლნ-ს უკვე ასაკის გამო!
    - ჰოლანდი არსად წავა, ქერის ორმოშია!
    - მბაპეს იმხელა უფლებები და ხელფასი აქვს რომ უთხრან სხვაგან გადადიო მოკვდება სიცილით!
    smile მოდით ეხლა ჩამოვწეროთ 100 მილიონიანების სია -
    აბა დაიწყეთ:
    1. ---
    საიტის ლეგენდა  [?]
    #176 1 სექტემბერი 2022 22:58
    1
    ეს ბომბა ტრანსფერი ბომბა ტყუილი უფროა მემგონი😃
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #175 1 სექტემბერი 2022 22:56
    0
    ჩელსიმ პსჟ ს ნეიმარის ტრანსფერზე მიმართა მაგრამ ფეირ პლეის წესები ირღვეოდაო და მიტო არ გამოვიდაო, ნეიმას ვიფიქრებდი მარა ეგ 6 მილიონს დათანხმდება? შანსი არაა
    nika gela9fcb
    სტუმარი [?]
    #174 1 სექტემბერი 2022 22:51
    0
    სააღოლ ბიჭებიი არავინ არუყურებთ კალათბურთს რა ქამბექი
    CHEPE24
    სტუმარი [?]
    #173 1 სექტემბერი 2022 22:50
    1
    ციტატა: EL MAESTRO 6
    ებიჯო მოგვყავს ბოლო ბოლო ვინმე? თუ მაინცდამაი ც ღამის 2 საათამადე უნდა გავათენო ?

    ციტატა: CHEPE24
    ციტატა: Barca for life
    ტვიტერზე მუნდომ დაწერა რომ ბარსა და მანჩე რონალდუს და დეპაის გაცვალზე შეთანხმდნენო.
    ან მაგათმა გააფრინეს (რაც უფრო ლოგიკურია) ან კიდე საგინებელი შეგვექნება ეს ფანჯარა, როცა იდეალურია.

    რაის რონალდო რაცარუნდა ძაან ზე დონე იგროკი იყოს და მსოფლიოს უძლიერესი გოლეადორი მისი პიტალო ხასიათის გამო არ მინდა ბარსაში მაგრად არევს სიტუაციას პიჟონობას დომ დაიწყებს და მერე მეორედ მაგის მადრიდული ლეგენდობა დაიმარხება სამუდამოდ

    ლევანა სადაც გვყავს იქ რონალდოს ვინღა მოიყვანს? ეს ზღაპარია და ყველაფერს რომ თავი დაანებო რეალის ლეგენდაა

    ნუ ეგეც მართალია თან ასაკით პატარაა და მის ასაკამდე რომ ითამაშოს ლევანამ მაღალ დონეზე ერთ ოქროს ბურთს და ბუცს ბარსაში გამოკრავს ხელს... თან ლევანა უფრო დამევასა როგორ ეხმარება და ასწავლის ბავშვებს მოედანზე რაუნდა გააკეთონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #172 1 სექტემბერი 2022 22:44
    2
    ვინაა ბიჯო სიურპრიზი ვიიინ
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #171 1 სექტემბერი 2022 22:42
    1
    რონალდო რო დავინახო ბარსას მაიკით რეალის ფანი გავხდები სანამ არ წავა 😂😂 რა რონალდო. ეგრევე გმირიდან ანტიგმირიგახდება ლაპორტა ჩემთვის...
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #170 1 სექტემბერი 2022 22:40
    0
    ებიჯო მოგვყავს ბოლო ბოლო ვინმე? თუ მაინცდამაი ც ღამის 2 საათამადე უნდა გავათენო ?

    ციტატა: CHEPE24
    ციტატა: Barca for life
    ტვიტერზე მუნდომ დაწერა რომ ბარსა და მანჩე რონალდუს და დეპაის გაცვალზე შეთანხმდნენო.
    ან მაგათმა გააფრინეს (რაც უფრო ლოგიკურია) ან კიდე საგინებელი შეგვექნება ეს ფანჯარა, როცა იდეალურია.

    რაის რონალდო რაცარუნდა ძაან ზე დონე იგროკი იყოს და მსოფლიოს უძლიერესი გოლეადორი მისი პიტალო ხასიათის გამო არ მინდა ბარსაში მაგრად არევს სიტუაციას პიჟონობას დომ დაიწყებს და მერე მეორედ მაგის მადრიდული ლეგენდობა დაიმარხება სამუდამოდ

    ლევანა სადაც გვყავს იქ რონალდოს ვინღა მოიყვანს? ეს ზღაპარია და ყველაფერს რომ თავი დაანებო რეალის ლეგენდაა
    CHEPE24
    სტუმარი [?]
    #169 1 სექტემბერი 2022 22:38
    0
    ციტატა: Barca for life
    ტვიტერზე მუნდომ დაწერა რომ ბარსა და მანჩე რონალდუს და დეპაის გაცვალზე შეთანხმდნენო.
    ან მაგათმა გააფრინეს (რაც უფრო ლოგიკურია) ან კიდე საგინებელი შეგვექნება ეს ფანჯარა, როცა იდეალურია.

    რაის რონალდო რაცარუნდა ძაან ზე დონე იგროკი იყოს და მსოფლიოს უძლიერესი გოლეადორი მისი პიტალო ხასიათის გამო არ მინდა ბარსაში მაგრად არევს სიტუაციას პიჟონობას დომ დაიწყებს და მერე მეორედ მაგის მადრიდული ლეგენდობა დაიმარხება სამუდამოდ
    nika gela9fcb
    სტუმარი [?]
    #168 1 სექტემბერი 2022 22:35
    0
    რაკაი გუნდი ყოლია ამ ბელგიას
    Culé [?]
    #167 1 სექტემბერი 2022 22:34
    1
    ციტატა: Griezzy7
    ციტატა: Gaucho24
    ციტატა: CHEPE24
    კაიფი იქნება ტრენტ ალექსანდრ არნოლდი რომ იყოს ეგ ტრანსფერი😄😄😄 ვაახ რას გაასწორებდა ისე ეგ და ბელერინი მაგ ფლანგზე😄😄😄

    არნოლდი მესი და გაია შემდეგ ზაფხულს იქნებაო ალემ 😂

    თუ ოცნებააა ტეო ვიოცნებოთ რაის გაია smile heart_eyes

    ვალენსიელმა მარცხენა ფლანგის მცველმა დიდ წარმატებას მიაღწია უკვე და გავიმეოროთ რატომაც არა იყოს გაია თან მთლად ოცნება არ გვინდა ტეო ზედმეტია 😂😂
    CHEPE24
    სტუმარი [?]
    #166 1 სექტემბერი 2022 22:32
    0
    ციტატა: Gaucho24
    ციტატა: CHEPE24
    კაიფი იქნება ტრენტ ალექსანდრ არნოლდი რომ იყოს ეგ ტრანსფერი😄😄😄 ვაახ რას გაასწორებდა ისე ეგ და ბელერინი მაგ ფლანგზე😄😄😄

    არნოლდი მესი და გაია შემდეგ ზაფხულს იქნებაო ალემ 😂

    ნეტამც ეგრე იყოს პრობლემა მოიხსნება დიდი ხნით + ბალდემ თუ განაგრძო პროგრესი შეჭამენ ერთმანსთს ბალდე გაია😄😄😄
    წელსვე გაასწორებდა მაგრამ რას ვიზამთ ინტრიგა ჩამოვარდნილია უკვე😄😄😄
    xavi73
    სტუმარი [?]
    #165 1 სექტემბერი 2022 22:31
    0
    მემგონი მეტი არავინ აღარ მოვა ტყუილად ბაზრობენ, და ასეც საკმაოდ მოვძლოერსით, მაგარი სატრანსფერო ფანჯარა გამოვიდა საბოლოო ჯამში
    გულშემატკივარი [?]
    #164 1 სექტემბერი 2022 22:30
    0
    ეხლა მანჩესტერის თამაში დაიწყება და ვუყურებ დამთავრებული არ იყოს რო კაი სიახლე დაწერონ აქ 😂😂 მერე უნდა დავიძინო!😂
    Culé [?]
    #163 1 სექტემბერი 2022 22:29
    0
    ციტატა: CHEPE24
    კაიფი იქნება ტრენტ ალექსანდრ არნოლდი რომ იყოს ეგ ტრანსფერი😄😄😄 ვაახ რას გაასწორებდა ისე ეგ და ბელერინი მაგ ფლანგზე😄😄😄

    არნოლდი მესი და გაია შემდეგ ზაფხულს იქნებაო ალემ 😂