სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი "ბარსელონა" იქნება. კატალონიური კლუბი გეგმავს ფეხბურთელების როგორც დამატებას, ასევე გუნდიდან გაშვებას.

ამ სიახლეში შემოგთავაზებთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო სიახლეს, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.

  • 02:19 - "ბარსელონა" მარკოს ალონსოს ლა ლიგაში ხვალ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაარეგისტრირებს [Relevo]
  • 02:12 - "ბარსელონამ" ექტორ ბელერინის ტრანსფერი დაადასტურა
  • 02:00 - სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა
  • 01:59 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" ექტორ ბელერინი ლა ლიგაში დაარეგისტრირა
  • 01:58 - ლა ლიგის ცნობით ბელერინისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერებში ყველაფერი რიგზეა [ჟერარ რომერო]
  • 01:51 - "ბარსელონა" "ჩელსისგან" მარკოს ალონსოს დასარეგისტრირებლად დოკუმენტაციას ელოდება [ESPN]
  • 01:44 - ობამეიანგისა და ალონსოს ტრანსფერში გარკვეული პრობლემა შეიქმნა, მაგრამ მოგვარდა [კატალონიის რადიო]
  • 01:43 - გავი პირველ გუნდში იანვარში დარეგისტრირდება, მანამდე კი ისევ 30 ნომრით ითამაშებს [Relevo]
  • 01:10 - "სიურპრიზი" ბერნარდუ სილვა იყო, მაგრამ არ გამოვიდა [ჟერარ რომერო]
  • 01:06 - ოფიციალურად: მემფის დეპაი "ბარსელონაში" რჩება. ფეხბურთელმა ეს Twitter-ზე დაადასტურა
  • 01:04 - ბარსელონა ალონსოსა და ბელერინის გარდა არავის დაიმატებს, დეპაი გუნდში რჩება [ფაბრიციო რომანო]
  • 01:01 - პიანიჩი "ბარსელონას" დღეს არ დატოვებს. ის, შესაძლოა, ისეთ ქვეყანაში გადავიდეს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა მოგვიანებით იხურება [ჟერარ რომერო]
  • 00:53 - "ბარსელონაში" ხვდებიან, რომ ახალი ფეხბურთელის დასამატებლად დრო აღააა [ადრიან სანჩესი]
  • 00:51 - დეპაის "ჩელსიში" ტრასფერი ჩაიშალა [Gol]
  • 00:39 - ლა ლიგაში მიაჩნიათ, რომ "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება გაუჭირდება და თუ გუნდს ვინმე დატოვებს, ეს იჯარა იქნება [ჟერარ რომერო]
  • 00:27 - მემფის დეპაის ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფეხბურთელმა "ბარსა" დატოვოს. ამ ეტაპზე შეთანხმება არცერთ გუნდთან არ არსებობს [ჟერარ რომერო]
  • 00:14 - "ბომბა" ტრანსფერი და სიურპრიზი არ იქნება. "ბარსელონა" ბელერინის, ალონსოსა და ობამეიანგის ტრანსფერებს დაადასტურებს და მეტი არაფერი მოხდება [Sport]
  • 00:08 - დეპაისა და "ჩელსის" შორის მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ სავარაუდოდ მხარეებს დრო არ ეყოფათ [The Independent]
  • 00:04 - ოფიციალურად: მარტინ ბრეითუეიტი "ესპანიოლში" გადავიდა
  • 23:57 - პიანიჩმა, შესაძლოა, "ბარსელონა" დატოვოს [ჟერარ რომერო]
  • 23:48 - ექტორ ბელერინი ბარსელონაში ხვალ ჩავა [ჟერარ რომერო]
  • 23:41 - ამჟამად "ბარსელონას" კომუნიკაცია ერთდროულად სამ კლუბთან აქვს [ჟერარ რომერო]
  • 23:40 - ჟორჟე მენდეში ბარსელონაშია [ჟერარ რომერო]
  • 23:39 - ორივე კლუბი და ფეხბურთელიც ადასტურებს, რომ ალვარო მორატა "ატლეტიკოში" რჩება [ფაბრიციო რომანო]
  • 23:37 - შუამავალი, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობდა, მემფის დეპაის "ჩელსიში" ტრანსფერზეც მუშაობა [ჟერარ რომერო]
  • 23:28 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" აბდე ეზალზულისთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ფეხბურთელი "ოსასუნაში" იჯარით გაუშვა
  • 23:21 - ობამეიანგი "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმებას გადის [ფაბრიციო რომანო]
  • 23:16 - ოფიციალურად: სერჟინიო დესტი "მილანში" იჯარით გადავიდა
  • 23:15 - ალვარო მორატა 100%-ით "ატლეტიკოში" რჩება [მატეო მორეტო]
  • 23:11 - ჟერარ რომერო: "მორატა ის სიურპრიზი არაა, რომელზეც მე ვსაუბრობ"
  • 23:07 - "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ალვარო მორატას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ [Sport]
  • 23:00 - მემფის დეპაის გარემოცვა ადასტურებს, რომ ფეხბურთელი ახალ გუნდს ეძებს. მისი ტრანსფერი დომინოს ეფექტს გამოიწვევს [ტონი ხუანმარტი]
  • 22:56 - ექტორ ბელერინმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. მან ხელი ელექტრონულად მოაწერა [ადრია ალბეტსი]
  • 22:40 - ლალპორტას "სიურპრიზი" ტოპ ფეხბურთელია [კატალონიის რადიო]
  • 22:35 - "ბარსელონამ" ნაბილ ფექირისა და დანი ოლმოს იჯარით აყვანა სცადა, თუმცა უშედეგოდ [Relevo]
  • 22:25 - ლაპორტას "სიურპრიზის" ხელზე ასაღები ხელფასი ბონუსების ჩათვლით 5.9 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ მის დასარეგისტრირებლად მემფის დეპაის გაყიდვაა საჭირო [ჟერარ რომერო]
  • 22:20 - სერია A-ს საიტმა სერჟინიო დესტის "მილანში" გადასვლა დაადასტურა
  • 22:17 - ობამეიანგი ლონდონში ჩაფრინდა [ელენა კონდისი]
  • 22:14 - ნაბილ ფექირი ადასტურებს, რომ "ბეტისის" ოფისში ხელფასის შესამცირებლად იყო, მიზეზი კი ვილიან ჟოზეს ლა ლიგაში დარეგისტრირებაა [El Chiringuito]
  • 22:05 - ნაბილ ფექირი "ბეტისის" ოფისში არა "ბარსელონაში" გადასასვლელად, არამედ ხელფასის შესამცირებლად მივიდა [ელენა კონდისი]
  • 22:03 - "ბასელონა" ნაბილ ფექირის დამატებას არ ცდილობს [COPE]
  • 22:00 - "ბარსელონა" ნაბილ ფექირის იჯარით აყვანაზე მუშაობს [ადრიან სანჩესი]
  • 21:53 - ნაბილ ფექირი "ბეტისში" იმყოფება იმისათვის, რომ "ბარსელონაში" ტრანსფერი დაასრულოს [AS]
  • 21:37 - დღეს ლა ლიგაში დაახლოებით 100 მილიონიანი ტრანსფერი განხორციელდება [El Chiringuito]
  • 21:31 - ჟორდი ალბა კარიერის "ბარსელონაში" დასრულებას აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიბრუნებს [კატალონიის რადიო]
  • 21:24 - ექტორ ბელერინის აგენტი ადასტურებს, რომ მან ბარსელონამდე მარკოს ალონსოსთან ერთად იმგზავრა
  • 21:24 - ექტორ ბელერინის "ბარსელონაში" გადასვლა 100%-ით გადაწყვეტილია. კონტრაქტი მხოლოდ ერთწლიანი იქნება [ფაბრიციო რომანო]
  • 21:15 - "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტის" დღეს დილით ბერნარდუ სილვაში 70+10 მილიონი ევრო შესთავაზა და პასუხს ელის [პედრუ ალმეიდა]
  • 21:12 - მარკოს ალონსოსთან ერთად ბარსელონაში ექტორ ბელერინის აგენტიც ჩაფრინდა [ჟერარ რომერო]
  • 21:05 - ტომას მუნიეს "ბარსელონაში" გადასვლა 100%-ით გამოირიცხა [ხავი მიგელი]
  • 20:54 - მემფის დეპაი "ჩელსის" შეთავაზებით დაინტერესებულია [Mundo Deportivo]
  • 20:50 - მარკოს ალონსო მალე ბარსელონას აეროპორტში დაეშვება [ჟერარ რომერო]
  • 20:49 - მარტინ ბრეითუეიტმა "ესპანიოლთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა [ფაბრიციო რომანო]
  • 20:10 - "ბარსელონა" მარტინ ბრეითუეიტს კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ მხოლოდ 150 ათას ევროს გადაუხდის [ლუის როხო]
  • 19:29 - ფრენკი დე იონგის "ბარსელონაში" დარჩენა გადაწყვეტილია [ფაბრიციო რომანო]
  • 19:28 - ერთმა კლუბმა ფრენკი დე იონგში "ბარსელონას" დღეს 100 მილიონზე მეტი შესთავაზა [ჟერარ რომერო]
  • 18:56 - "ბარსელონამ" ლა ლიგასთან კონსულტაცია გაიარა, თუ შეძლებს, დაარეგისტრიროს ფეხბურთელი, რომლის ხელზე ასაღები ხელფასიც 6 მილიონი ევრო იქნება. ეს ბევრია, ამდენი ხელფასი არც მარკოს ალონსოს ექნება და არც ექტორ ბელერინს [ჟერარ რომერო]
  • 18:51 - ობამეიანგი "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე გუნდთან გამოსამშვიდობებლად მივიდა [Sport]
  • 18:29 - "ბარსელონა" ბერნარდუ სილვას ტრანსფერს არ გამორიცხავს [ჟერარ რომერო]
  • 18:01 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" მარტინ ბრეითუეიტთან კონტრაქტი გაწყვიტა.
  • 17:38 - მარკოს ალონსო "ბარსელონაში" 2-3 საათში ჩავა [ჟერარ რომერო]
  • 17:27 - მარტინ ბრეითუეიტმა "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაწყვეტას ხელი მოაწერა. ის "ბარსას" ფეხბურთელი აღარაა [ფაბრიციო რომანო]
  • 16:54 - ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ ობამეიანგისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერები გადაწყვეტილია
  • 16:34 - ექტორ ბელერინმა "არსენალთან" კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია [ESPN]
  • 16:33 - გუშინ მემფის დეპაიმ "ბარსელონას" შეატყობინა, რომ გუნდიდან წასვლა უნდა [ჟერარ რომერო]
  • 16:32 - ობემეიანგის ტრანსფერის შეთანხმების შემდეგ "ბარსელონამ" და "ჩელსიმ" მოლაპარაკებები მემფის დეპაის ტრანსფერზე დაიწყეს [ჟერარ რომერო]
  • 16:13 - ჟორდი ალბამ "ბარსელონას" შეატყობინა, რომ მან დარჩენა გადაწყვიტა [ადრია ალბეტსი]
  • 15:53 - გადაწყვეტილია, რომ მარკოს ალონსო "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება [აშრაფ ბენ აიადი"
  • 15:18 - ობამეიანგის ტრანსფერი დახურულია - 15 მილიონი + მარკოს ალონსო [ჟერარ რომერო]
  • 15:13 - ჟორდი ალბა "ბარსელონაში" რჩება [ხავი მიგელი]
  • 14:51 - ბარსელონას აეროპორტში "ჩელსის" თვითმრფინავი იმყოფება, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერის დასრულებას ელოდება [COPE]
  • 14:49 - "ბარსელონამ" ალბა ტრანსფერზე დააყენა. ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, წავა, თუ მთელ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს [ლუის როხო]
  • 14:48 - ჟორდი ალბა "ბარსელონაზე" ნაწყენია, რადგან კლუბმა ის "ინტერს" შესთავაზა [Cuatro]
  • 14:24 - "ბარსელონამ" მარჯვენა მცველის პოზიციაზე არჩევანი ექტორ ბელერინზე შეაჩერა. ის ჩავის პრიორიტეტი არ იყო, მაგრამ ფინანსური ფაქტორების გათვალისწინებით არჩევანი სწორედ ბელერინზე შეჩერდა [RAC1]
  • 14:10 - ჟორდი ალბა წასვლას არ აპირებს. ის ფიქრობს, რომ სათამაშო დროს მიიღებს [ფაბრიციო რომანო, Sport]
  • 14:09 - აბდე ეზალზული იჯარით "ოსასუნაში" გადადის [ჟერარ რომერო]
  • 14:08 - აბდე ეზალზულის "ელჩეში" იჯარით გადასვლა შეჩერებულია [Onda Cero]
  • 14:00 - "ბარსელონამ" გადაწყვიტა, რომ ალეხანდრო ბალდე გუნდში რჩება [ჟერარ რომერო]
  • 13:44 - ალბას დარჩენის შემთხვევაში ბალდეს იჯარით გაშვება გამორიცხული არაა [ჟერარ რომერო]
  • 13:41 - აბდე ეზალზული "ელჩეში" იჯარით გადასვლას დასთანხმდა [Onda Cero]
  • 13:29 - "ბარსელონამ", შესაძლოა, 2 მარჯვენა მცველი დაიმატოს - ექტორ ბელერინი და ტომას მონიე [ჟერარ რომერო]
  • 13:24 - "ბარსელონამ" ბრეითუეიტს სთხოვა, "ესპანიოლში" არ გადასულიყო, მაგრამ დანიელი მაინც ამ გუნდში გადადის [Relevo]
  • 13:23 - ექტორ ბელერინი "ბარსელონაში" დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა [Relevo]
  • 13:11 - მარკოს ალონსოს აგენტი "ბარსელონას" ოფისში იმყოფება. მხარეები ობამეიანგი/ალონსოს ტრანსფერს ასრულებენ [SER]
  • 13:00 - მარტინ ბრეითუეიტმა "ესპანიოლში" სამედიცინო შემოწმება გაიარა [Mundo Deportivo]
  • 12:57 - მოსალოდნელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო საათებში ფრენკი დე იონგის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება [Daily Express, Sport]
  • 12:48 - ჟორდი ალბა "ინტერში" გადასვლაზე უარს იტყვის. მას არც წასვლა სურს და არც ხელფასის შემცირება [ლუის როხო]
  • 12:37 - მარტინ ბრეითუეიტი "ესპანიოლში" გადადის [Onda Cero]
  • 12:22 - "ბარსელონას" სურს, რომ ჟორდი ალბამ გუნდი დატოვოს. კატალონიელებმა ვეტერანი ფეხბურთელი არაერთ გუნდს შესთავაზეს, მათ შორის "ინტერს". თუმცა ალბას დარჩენა უნდა [TuttoMercato]
  • 12:20 - "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერიკ ტენ ჰაგს ურჩია, "აიაქსის" მეტი ყოფილი ფეხბურთელი აღარ დაემატებინა. სწორედ ამიტომ გამოირიცხა სერჟინიო დესტის ინგლისურ გუნდში გადასვლა [აშრაფ ბენ აიადი]
  • 12:17 - "ბარსელონა" და "ჩელსი" ობამეიანგის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. საუბარია 16 მილიონსა და მარკოს ალონსოზე [Relevo]
  • 11:51 - "ბარსელონამ" ხულიან არაუხოს ამ ეტაპზე დამატება გამორიცხა. კატალონიური გუნდი ამერიკელ მარჯვენა მცველს, შესაძლოა, იანვარში მიუბრუნდეს [Relevo]
  • 11:01 - სერჟინიო დესტი მილანში გაფრინდა და მალე "მილანს" შეუერთდება [COPE]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 322 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #222 1 სექტემბერი 2022 23:52
    0
    რავი ფელიქსში ღირს 100 ლიმონის გადახდა?არვიცი.მე უფრო ნევეში ან ბერნარდუ მინდა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #221 1 სექტემბერი 2022 23:52
    0
    ციტატა: Bakero
    ციტატა: C.PC5
    რომერო და ის ოტალიელი მაფიოზი უნდა ათრიო ბარსელონას სანაპიროზე სახით 😇.

    კიი 100%

    არც მაგათ იციან 😀
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #220 1 სექტემბერი 2022 23:50
    0
    აუ ეს მენდეშიც რავა ყველას აგენტია რა,ნეტა ვინ მოგვყავს ბოლო ბოლო დავიტანჯე, ისე ფელიქსი თუ დადო ლაპომ საინტერესო იქნება, თან დღეს 3 შემტევს ვუშვებთ და მაგის ფონზე არაა გამორიცხული, ფასიც ემთხვევა და მენდეში მისი აგენტიცაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #219 1 სექტემბერი 2022 23:49
    0
    რუბენ ნევეში საყრდენზ არ იქნება ცუდი და არც სილვა პედრის გვერდით, ვახ ნეტა რა ხდებააა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #218 1 სექტემბერი 2022 23:49
    1
    ციტატა: C.PC5
    რომერო და ის ოტალიელი მაფიოზი უნდა ათრიო ბარსელონას სანაპიროზე სახით 😇.

    კიი 100%
    საიტის ლეგენდა  [?]
    #217 1 სექტემბერი 2022 23:48
    0
    ციტატა: La Pulga10
    აბა ჩამოთვალეთ ვინც იცით ვისი აგენტიცაა მედეში

    ბომბასთან და ას მილიონთან ჯოაო ფელიქსი მახსენდება მხოლოდ.. ნუ სილვასიც ეგაა, ნევეშისაც
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    საიტის ლეგენდა  [?]
    #216 1 სექტემბერი 2022 23:48
    1
    რომერო და ის ოტალიელი მაფიოზი უნდა ათრიო ბარსელონას სანაპიროზე სახით 😇.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #215 1 სექტემბერი 2022 23:47
    1
    სილვას აგენტია და ეხლა ვნახე რუბენ ნევეშის აგენტიც ყოფილა.საინტერესოაა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #214 1 სექტემბერი 2022 23:46
    2
    ციტატა: basa7
    ციტატა: Bakero
    ყველაზე ბოლო ნიუსი მე მაქვს თქვენთვის ოღონდ არ ვამბობ !

    ე ბიჭო ნუ დაგვტანჯავ:))))))))

    ბოლოს თუ ვერავინ ვერ მოვიყვანეთ რომეროს ან მოკლავენ ან მოტ@@@@ენ joy joy joy joy joy joy joy joy joy joy
    გულშემატკივარი [?]
    #213 1 სექტემბერი 2022 23:46
    1
    ციტატა: Giorgi99
    ეხლა ეს ბოლო ტრანსფერი კრიშტიანუ რონალდუ რომ იყოს. ისეთი ტრანსფერიაო, ბომბაო და სხვა რომ იყოს არავიზე გამიკვირდება.

    100 მილიონს ვინ გადაყრის ახლა 37 წლის რონალდუში, ან რათ გვინდა რო??? რონალდუს საქმე რაც არის, მაგ საქმეში საუკეთესო უკვე ჩვენთან თამაშობს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #212 1 სექტემბერი 2022 23:45
    0
    აბა ჩამოთვალეთ ვინც იცით ვისი აგენტიცაა მედეში
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #211 1 სექტემბერი 2022 23:45
    0
    ეხლა ერთ უცნაურ რამეს გეტყვით და არ გაგიკვირდეთ;
    სავარაუდოდ მენდეშმა ბარსელონაში ჟოაო ფელიში ჩამოიყვანა; ალბათ გრიზმანის 40 მილიონს გამოქვითავს და დანარჩენს მიაშავებს ლაპორტა სერესოს;
    აბა ვნახოთ თუ გამართლდა innocent
    საიტის ლეგენდა  [?]
    #210 1 სექტემბერი 2022 23:45
    0
    ციტატა: Bakero
    ყველაზე ბოლო ნიუსი მე მაქვს თქვენთვის ოღონდ არ ვამბობ !

    ე ბიჭო ნუ დაგვტანჯავ:))))))))

    გავიგე ვინც მოყავთ... რონალდინიო მოყავთ:)))))))))))
    ფანი [?]
    #209 1 სექტემბერი 2022 23:43
    1
    ებიჭო თქვით ნუმიშლით ნერვებს

    თქვით ვინარი და ვაფშე არგამოვიდეს თუგინდა გამისკდა თავი
    Culé [?]
    #208 1 სექტემბერი 2022 23:41
    0
    ეხლა ეს ბოლო ტრანსფერი კრიშტიანუ რონალდუ რომ იყოს. ისეთი ტრანსფერიაო, ბომბაო და სხვა რომ იყოს არავიზე გამიკვირდება. ტრანსფერი იქნება ისტორიულიო . აბა სხვამ ვინ შეიძლება გულშემატკივარი გააოცოს. P.S. ბერნანდუზე ყოფილა ლაპარაკი და ჩაიშალაო. რას გვანერვიულეს ნეტავ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #207 1 სექტემბერი 2022 23:40
    0
    ყველაზე ბოლო ნიუსი მე მაქვს თქვენთვის ოღონდ არ ვამბობ !
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #206 1 სექტემბერი 2022 23:40
    0
    წავედი მანიუს თამაშს ვუყურებ და დროს მაინც გავიყვან, იმედია რომ დამთავრდება დამხვდება უნდა ტრანსფერი🔝
    საიტის ლეგენდა  [?]
    #205 1 სექტემბერი 2022 23:39
    0
    ციტატა: EL MAESTRO 6
    ციტატა: La Pulga10
    ციტატა: Lashach1
    სავარაუდიდ შეთანხმებულია ყველაფერი და გაყიდვებს ელოდებიან სახელფასო ლიმიტს რო არ გადააჭარბონ, თორე ეხლა რო მიდიოდეს ვინმე ტოპთან მოლაპარაკებები არა მგონია

    დიდი ალბათობით ეგრეა.დეპაის გასუხარებას ელოდებიან.

    იქამდეც ხო იწერებოდა რომ ბერნანდუსთან შეთანხმება აქვთო და სიტისთანაც აქვთ შეთანხმებაო, დაიწერა ზუსტად მახსოვს, ახლა ალბათ დეპაის და ალბას ელოდებიან და მოიყვანენ ბერნანდუს, იმედია ეგრეა

    რავი ბერნარდუმ ვრჩებიო თავი გაიგიჟა.რომერომაც ბერნარდუ არაა ეგ სურპრიზიო და ვნახოთ აბა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #204 1 სექტემბერი 2022 23:38
    0
    ციტატა: Geo_Barca
    რა თამაში წავაგეთ არიყო წასაგები გაგვთვალა ვიღაცამ ჯერ თოკო დაიმტვრა ახლა ბითაძემ მიიღო დაზიანება ცინცაძესაც რაღაც დაემართა. ესპანეთთან არაა ალბათ შანსი მარა სხვა დანარჩენბზე საუბარი არაა ისედაც უნდა მოუგოთ თორე არც უნდა გვქონდეს გასვლაზე პრეტენზია რაც შეეხება თურქეთს თუ მოუმატეს შეტევაში მოგება შეგვიძლია მაგათთან არაფერს თამაშობენ განსაკუთრებულს


    არც ეს თამაში არ იყო წასაგები და ამ ტრამვებმა ხო ძაან შეგვაწუხეს, ერთი ევრობასკეტი ვერ ვითამაშეთ სრული შემადგენლობით
    Culé [?]
    #203 1 სექტემბერი 2022 23:37
    1
    რა თამაში წავაგეთ არიყო წასაგები გაგვთვალა ვიღაცამ ჯერ თოკო დაიმტვრა ახლა ბითაძემ მიიღო დაზიანება ცინცაძესაც რაღაც დაემართა. ესპანეთთან არაა ალბათ შანსი მარა სხვა დანარჩენბზე საუბარი არაა ისედაც უნდა მოუგოთ თორე არც უნდა გვქონდეს გასვლაზე პრეტენზია რაც შეეხება თურქეთს თუ მოუმატეს შეტევაში მოგება შეგვიძლია მაგათთან არაფერს თამაშობენ განსაკუთრებულს