სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი "ბარსელონა" იქნება. კატალონიური კლუბი გეგმავს ფეხბურთელების როგორც დამატებას, ასევე გუნდიდან გაშვებას.

ამ სიახლეში შემოგთავაზებთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო სიახლეს, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.

  • 02:19 - "ბარსელონა" მარკოს ალონსოს ლა ლიგაში ხვალ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაარეგისტრირებს [Relevo]
  • 02:12 - "ბარსელონამ" ექტორ ბელერინის ტრანსფერი დაადასტურა
  • 02:00 - სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა
  • 01:59 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" ექტორ ბელერინი ლა ლიგაში დაარეგისტრირა
  • 01:58 - ლა ლიგის ცნობით ბელერინისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერებში ყველაფერი რიგზეა [ჟერარ რომერო]
  • 01:51 - "ბარსელონა" "ჩელსისგან" მარკოს ალონსოს დასარეგისტრირებლად დოკუმენტაციას ელოდება [ESPN]
  • 01:44 - ობამეიანგისა და ალონსოს ტრანსფერში გარკვეული პრობლემა შეიქმნა, მაგრამ მოგვარდა [კატალონიის რადიო]
  • 01:43 - გავი პირველ გუნდში იანვარში დარეგისტრირდება, მანამდე კი ისევ 30 ნომრით ითამაშებს [Relevo]
  • 01:10 - "სიურპრიზი" ბერნარდუ სილვა იყო, მაგრამ არ გამოვიდა [ჟერარ რომერო]
  • 01:06 - ოფიციალურად: მემფის დეპაი "ბარსელონაში" რჩება. ფეხბურთელმა ეს Twitter-ზე დაადასტურა
  • 01:04 - ბარსელონა ალონსოსა და ბელერინის გარდა არავის დაიმატებს, დეპაი გუნდში რჩება [ფაბრიციო რომანო]
  • 01:01 - პიანიჩი "ბარსელონას" დღეს არ დატოვებს. ის, შესაძლოა, ისეთ ქვეყანაში გადავიდეს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა მოგვიანებით იხურება [ჟერარ რომერო]
  • 00:53 - "ბარსელონაში" ხვდებიან, რომ ახალი ფეხბურთელის დასამატებლად დრო აღააა [ადრიან სანჩესი]
  • 00:51 - დეპაის "ჩელსიში" ტრასფერი ჩაიშალა [Gol]
  • 00:39 - ლა ლიგაში მიაჩნიათ, რომ "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება გაუჭირდება და თუ გუნდს ვინმე დატოვებს, ეს იჯარა იქნება [ჟერარ რომერო]
  • 00:27 - მემფის დეპაის ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფეხბურთელმა "ბარსა" დატოვოს. ამ ეტაპზე შეთანხმება არცერთ გუნდთან არ არსებობს [ჟერარ რომერო]
  • 00:14 - "ბომბა" ტრანსფერი და სიურპრიზი არ იქნება. "ბარსელონა" ბელერინის, ალონსოსა და ობამეიანგის ტრანსფერებს დაადასტურებს და მეტი არაფერი მოხდება [Sport]
  • 00:08 - დეპაისა და "ჩელსის" შორის მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ სავარაუდოდ მხარეებს დრო არ ეყოფათ [The Independent]
  • 00:04 - ოფიციალურად: მარტინ ბრეითუეიტი "ესპანიოლში" გადავიდა
  • 23:57 - პიანიჩმა, შესაძლოა, "ბარსელონა" დატოვოს [ჟერარ რომერო]
  • 23:48 - ექტორ ბელერინი ბარსელონაში ხვალ ჩავა [ჟერარ რომერო]
  • 23:41 - ამჟამად "ბარსელონას" კომუნიკაცია ერთდროულად სამ კლუბთან აქვს [ჟერარ რომერო]
  • 23:40 - ჟორჟე მენდეში ბარსელონაშია [ჟერარ რომერო]
  • 23:39 - ორივე კლუბი და ფეხბურთელიც ადასტურებს, რომ ალვარო მორატა "ატლეტიკოში" რჩება [ფაბრიციო რომანო]
  • 23:37 - შუამავალი, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობდა, მემფის დეპაის "ჩელსიში" ტრანსფერზეც მუშაობა [ჟერარ რომერო]
  • 23:28 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" აბდე ეზალზულისთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ფეხბურთელი "ოსასუნაში" იჯარით გაუშვა
  • 23:21 - ობამეიანგი "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმებას გადის [ფაბრიციო რომანო]
  • 23:16 - ოფიციალურად: სერჟინიო დესტი "მილანში" იჯარით გადავიდა
  • 23:15 - ალვარო მორატა 100%-ით "ატლეტიკოში" რჩება [მატეო მორეტო]
  • 23:11 - ჟერარ რომერო: "მორატა ის სიურპრიზი არაა, რომელზეც მე ვსაუბრობ"
  • 23:07 - "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ალვარო მორატას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ [Sport]
  • 23:00 - მემფის დეპაის გარემოცვა ადასტურებს, რომ ფეხბურთელი ახალ გუნდს ეძებს. მისი ტრანსფერი დომინოს ეფექტს გამოიწვევს [ტონი ხუანმარტი]
  • 22:56 - ექტორ ბელერინმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. მან ხელი ელექტრონულად მოაწერა [ადრია ალბეტსი]
  • 22:40 - ლალპორტას "სიურპრიზი" ტოპ ფეხბურთელია [კატალონიის რადიო]
  • 22:35 - "ბარსელონამ" ნაბილ ფექირისა და დანი ოლმოს იჯარით აყვანა სცადა, თუმცა უშედეგოდ [Relevo]
  • 22:25 - ლაპორტას "სიურპრიზის" ხელზე ასაღები ხელფასი ბონუსების ჩათვლით 5.9 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ მის დასარეგისტრირებლად მემფის დეპაის გაყიდვაა საჭირო [ჟერარ რომერო]
  • 22:20 - სერია A-ს საიტმა სერჟინიო დესტის "მილანში" გადასვლა დაადასტურა
  • 22:17 - ობამეიანგი ლონდონში ჩაფრინდა [ელენა კონდისი]
  • 22:14 - ნაბილ ფექირი ადასტურებს, რომ "ბეტისის" ოფისში ხელფასის შესამცირებლად იყო, მიზეზი კი ვილიან ჟოზეს ლა ლიგაში დარეგისტრირებაა [El Chiringuito]
  • 22:05 - ნაბილ ფექირი "ბეტისის" ოფისში არა "ბარსელონაში" გადასასვლელად, არამედ ხელფასის შესამცირებლად მივიდა [ელენა კონდისი]
  • 22:03 - "ბასელონა" ნაბილ ფექირის დამატებას არ ცდილობს [COPE]
  • 22:00 - "ბარსელონა" ნაბილ ფექირის იჯარით აყვანაზე მუშაობს [ადრიან სანჩესი]
  • 21:53 - ნაბილ ფექირი "ბეტისში" იმყოფება იმისათვის, რომ "ბარსელონაში" ტრანსფერი დაასრულოს [AS]
  • 21:37 - დღეს ლა ლიგაში დაახლოებით 100 მილიონიანი ტრანსფერი განხორციელდება [El Chiringuito]
  • 21:31 - ჟორდი ალბა კარიერის "ბარსელონაში" დასრულებას აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიბრუნებს [კატალონიის რადიო]
  • 21:24 - ექტორ ბელერინის აგენტი ადასტურებს, რომ მან ბარსელონამდე მარკოს ალონსოსთან ერთად იმგზავრა
  • 21:24 - ექტორ ბელერინის "ბარსელონაში" გადასვლა 100%-ით გადაწყვეტილია. კონტრაქტი მხოლოდ ერთწლიანი იქნება [ფაბრიციო რომანო]
  • 21:15 - "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტის" დღეს დილით ბერნარდუ სილვაში 70+10 მილიონი ევრო შესთავაზა და პასუხს ელის [პედრუ ალმეიდა]
  • 21:12 - მარკოს ალონსოსთან ერთად ბარსელონაში ექტორ ბელერინის აგენტიც ჩაფრინდა [ჟერარ რომერო]
  • 21:05 - ტომას მუნიეს "ბარსელონაში" გადასვლა 100%-ით გამოირიცხა [ხავი მიგელი]
  • 20:54 - მემფის დეპაი "ჩელსის" შეთავაზებით დაინტერესებულია [Mundo Deportivo]
  • 20:50 - მარკოს ალონსო მალე ბარსელონას აეროპორტში დაეშვება [ჟერარ რომერო]
  • 20:49 - მარტინ ბრეითუეიტმა "ესპანიოლთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა [ფაბრიციო რომანო]
  • 20:10 - "ბარსელონა" მარტინ ბრეითუეიტს კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ მხოლოდ 150 ათას ევროს გადაუხდის [ლუის როხო]
  • 19:29 - ფრენკი დე იონგის "ბარსელონაში" დარჩენა გადაწყვეტილია [ფაბრიციო რომანო]
  • 19:28 - ერთმა კლუბმა ფრენკი დე იონგში "ბარსელონას" დღეს 100 მილიონზე მეტი შესთავაზა [ჟერარ რომერო]
  • 18:56 - "ბარსელონამ" ლა ლიგასთან კონსულტაცია გაიარა, თუ შეძლებს, დაარეგისტრიროს ფეხბურთელი, რომლის ხელზე ასაღები ხელფასიც 6 მილიონი ევრო იქნება. ეს ბევრია, ამდენი ხელფასი არც მარკოს ალონსოს ექნება და არც ექტორ ბელერინს [ჟერარ რომერო]
  • 18:51 - ობამეიანგი "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე გუნდთან გამოსამშვიდობებლად მივიდა [Sport]
  • 18:29 - "ბარსელონა" ბერნარდუ სილვას ტრანსფერს არ გამორიცხავს [ჟერარ რომერო]
  • 18:01 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" მარტინ ბრეითუეიტთან კონტრაქტი გაწყვიტა.
  • 17:38 - მარკოს ალონსო "ბარსელონაში" 2-3 საათში ჩავა [ჟერარ რომერო]
  • 17:27 - მარტინ ბრეითუეიტმა "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაწყვეტას ხელი მოაწერა. ის "ბარსას" ფეხბურთელი აღარაა [ფაბრიციო რომანო]
  • 16:54 - ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ ობამეიანგისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერები გადაწყვეტილია
  • 16:34 - ექტორ ბელერინმა "არსენალთან" კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია [ESPN]
  • 16:33 - გუშინ მემფის დეპაიმ "ბარსელონას" შეატყობინა, რომ გუნდიდან წასვლა უნდა [ჟერარ რომერო]
  • 16:32 - ობემეიანგის ტრანსფერის შეთანხმების შემდეგ "ბარსელონამ" და "ჩელსიმ" მოლაპარაკებები მემფის დეპაის ტრანსფერზე დაიწყეს [ჟერარ რომერო]
  • 16:13 - ჟორდი ალბამ "ბარსელონას" შეატყობინა, რომ მან დარჩენა გადაწყვიტა [ადრია ალბეტსი]
  • 15:53 - გადაწყვეტილია, რომ მარკოს ალონსო "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება [აშრაფ ბენ აიადი"
  • 15:18 - ობამეიანგის ტრანსფერი დახურულია - 15 მილიონი + მარკოს ალონსო [ჟერარ რომერო]
  • 15:13 - ჟორდი ალბა "ბარსელონაში" რჩება [ხავი მიგელი]
  • 14:51 - ბარსელონას აეროპორტში "ჩელსის" თვითმრფინავი იმყოფება, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერის დასრულებას ელოდება [COPE]
  • 14:49 - "ბარსელონამ" ალბა ტრანსფერზე დააყენა. ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, წავა, თუ მთელ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს [ლუის როხო]
  • 14:48 - ჟორდი ალბა "ბარსელონაზე" ნაწყენია, რადგან კლუბმა ის "ინტერს" შესთავაზა [Cuatro]
  • 14:24 - "ბარსელონამ" მარჯვენა მცველის პოზიციაზე არჩევანი ექტორ ბელერინზე შეაჩერა. ის ჩავის პრიორიტეტი არ იყო, მაგრამ ფინანსური ფაქტორების გათვალისწინებით არჩევანი სწორედ ბელერინზე შეჩერდა [RAC1]
  • 14:10 - ჟორდი ალბა წასვლას არ აპირებს. ის ფიქრობს, რომ სათამაშო დროს მიიღებს [ფაბრიციო რომანო, Sport]
  • 14:09 - აბდე ეზალზული იჯარით "ოსასუნაში" გადადის [ჟერარ რომერო]
  • 14:08 - აბდე ეზალზულის "ელჩეში" იჯარით გადასვლა შეჩერებულია [Onda Cero]
  • 14:00 - "ბარსელონამ" გადაწყვიტა, რომ ალეხანდრო ბალდე გუნდში რჩება [ჟერარ რომერო]
  • 13:44 - ალბას დარჩენის შემთხვევაში ბალდეს იჯარით გაშვება გამორიცხული არაა [ჟერარ რომერო]
  • 13:41 - აბდე ეზალზული "ელჩეში" იჯარით გადასვლას დასთანხმდა [Onda Cero]
  • 13:29 - "ბარსელონამ", შესაძლოა, 2 მარჯვენა მცველი დაიმატოს - ექტორ ბელერინი და ტომას მონიე [ჟერარ რომერო]
  • 13:24 - "ბარსელონამ" ბრეითუეიტს სთხოვა, "ესპანიოლში" არ გადასულიყო, მაგრამ დანიელი მაინც ამ გუნდში გადადის [Relevo]
  • 13:23 - ექტორ ბელერინი "ბარსელონაში" დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა [Relevo]
  • 13:11 - მარკოს ალონსოს აგენტი "ბარსელონას" ოფისში იმყოფება. მხარეები ობამეიანგი/ალონსოს ტრანსფერს ასრულებენ [SER]
  • 13:00 - მარტინ ბრეითუეიტმა "ესპანიოლში" სამედიცინო შემოწმება გაიარა [Mundo Deportivo]
  • 12:57 - მოსალოდნელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო საათებში ფრენკი დე იონგის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება [Daily Express, Sport]
  • 12:48 - ჟორდი ალბა "ინტერში" გადასვლაზე უარს იტყვის. მას არც წასვლა სურს და არც ხელფასის შემცირება [ლუის როხო]
  • 12:37 - მარტინ ბრეითუეიტი "ესპანიოლში" გადადის [Onda Cero]
  • 12:22 - "ბარსელონას" სურს, რომ ჟორდი ალბამ გუნდი დატოვოს. კატალონიელებმა ვეტერანი ფეხბურთელი არაერთ გუნდს შესთავაზეს, მათ შორის "ინტერს". თუმცა ალბას დარჩენა უნდა [TuttoMercato]
  • 12:20 - "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერიკ ტენ ჰაგს ურჩია, "აიაქსის" მეტი ყოფილი ფეხბურთელი აღარ დაემატებინა. სწორედ ამიტომ გამოირიცხა სერჟინიო დესტის ინგლისურ გუნდში გადასვლა [აშრაფ ბენ აიადი]
  • 12:17 - "ბარსელონა" და "ჩელსი" ობამეიანგის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. საუბარია 16 მილიონსა და მარკოს ალონსოზე [Relevo]
  • 11:51 - "ბარსელონამ" ხულიან არაუხოს ამ ეტაპზე დამატება გამორიცხა. კატალონიური გუნდი ამერიკელ მარჯვენა მცველს, შესაძლოა, იანვარში მიუბრუნდეს [Relevo]
  • 11:01 - სერჟინიო დესტი მილანში გაფრინდა და მალე "მილანს" შეუერთდება [COPE]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 322 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #122 1 სექტემბერი 2022 21:21
    1
    ბერნარდო თუ დავდეთ 3-4-3 იქნება იდეალური
    დემბელე/ფატი - ლევანა - რაფინია/დემბელე
    პედრი - ბუსკეცი/კესიე - ფრენკი - ბერნარდო
    გარსია - არაუხო - კუნდე
    ტერ შტეგენი
    ძაან კაი შემადგენლობაა ფორმაციის და ტაქტიკის შეცვლის შესაძლებლობითაც პლუს სკამიც გვეყოლება ძალიან კარგი და 4-3-3 ს დროს ბელერინი/რობერტო და ბალდე/ალბა/ალონსო იქნებიან ფლანგზე
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #121 1 სექტემბერი 2022 21:18
    1
    5 საათზე ნაკლებ დროში თუ ამათმა ბერნანდუ ან ვინმე მოიყვანესდა საღოლ, უბრალოდ ხო თქვა ლაპორტამ რომ სიურპრიზი იქნება ფანებისთვისო, მართკა მესის ან ბერნანდუს ველოდები, სხვა ვარიენტები კი მომდის თავში მაგრამ ყველაზე რეალური ესაა და ვნახოთ რა იქნება, ეს რა ინტრიგა ჩააგდო იმ მაფიოზმა,რა დამაძინებს ახლა 2 საათამდე

    აჰა ბერნანდუზე ვჩალიჩობთ თურმე, ლაპორტამ სიურპრიზი იქნება და ამას არ იტყოდა დარწმუნებული რომ არ იყოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #120 1 სექტემბერი 2022 21:16
    1
    ალონსოსა და ბელერინზე Here we go დაწერა რომანომ
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #119 1 სექტემბერი 2022 21:12
    2
    70+10 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა ბარსამ ბერნარდო სილვაზე სიტისო და მგონი მართლა ვყიდულობთ სილვას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #118 1 სექტემბერი 2022 21:02
    2
    იმენა რა ინგტრიგა ჩააგდო როჟამ,ეხლა რაღა დამაძინებს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #117 1 სექტემბერი 2022 20:53
    1
    ციტატა: Griezzy7
    ციტატა: nikolozi96
    სავარაუდო ვარიანტები იქნება ეს ჩემი აზრით,ბერნარდო,დებრუინი,გუნდოგანი,არნოლდი,მესი,ნეიმარიც მოჟნა მარა ვნახოთ
    ამ ჩამონათვალიდან რომელიმე ერთი რო აღმოჩნდე სიმენა ვანგად შემრაცხეთ :ddd

    დე ბრუინი, არნოლდი და ნეიმარი გამორიცხულია ჩემი აზრით :)
    ბერნანდო გიუნდოგანი და მესი შეიძლება... იმედია მესი იქნება ან ბერნანდო. გიუნდოგანი ნამდვილად არ გვჭირდება

    ვნახოთ ვნახოთ ვისზეც ვამბობთ რომ გამორიცხულია ზუსტად ეგენი მოვა მგონია :დ
    მწერალი [?]
    #116 1 სექტემბერი 2022 20:50
    2
    ბიჯო ბობმა ტრანსფერიო და თუ იტყუება ლაპო ეგეც არ ვიცი 😁 ნუ წლევანდელი ტრანსფერებით მე კმაყოფილი ვარ ძაან, ლაპოსთან რა გვაქ სამდური, მარა კაცი ამბობს სიურპრიზი გელოდებათო ხო, ტაკშტო ვიში კლასის იგროკზეა ბაზარი, თან მოყუმარებული რო არ იყოს ხო არც იტყოდა? ნიხუიასიბე არ ვიცი, ერთად დაველოდოთ ამდენ მკითხაობას და გამოჩნდება ვინც იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #115 1 სექტემბერი 2022 20:46
    1
    კიდევ ერთმა აზრმა გამიელვა;
    ალბას გაპანჩურებას წარმატებულ ტრანსფერად ხომ არ აფასებს ლაპორტა? smiley smiley smiley smiley
    Culé [?]
    #114 1 სექტემბერი 2022 20:45
    1
    სავარაუდო ვარიანტები იქნება ეს ჩემი აზრით,ბერნარდო,დებრუინი,გუნდოგანი,არნოლდი,მესი,ნეიმარიც მოჟნა მარა ვნახოთ
    ამ ჩამონათვალიდან რომელიმე ერთი რო აღმოჩნდე სიმენა ვანგად შემრაცხეთ :ddd
    Ბარსელონისტა
    სტუმარი [?]
    #113 1 სექტემბერი 2022 20:45
    0
    Მესი აღარ დაბრუნხება ბიჭებო აღარსდროა სამწუხაროდ ფეხბურჹელის რანგში. Ტყუილა ნუ გექნება მაგის იმედი, ბერნარდუზეა ბაზარი მარა დეპაისი და ალბას/ან პიანიჩის წასვლაა საჭირო რო დაარეგისტრირონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #112 1 სექტემბერი 2022 20:43
    0
    ვითომ ბახ და ბერნარდო?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #111 1 სექტემბერი 2022 20:37
    1
    აი ძაან მინდა ალბა წავიდეს.ეგ ქალაჩუნა <<ცენზურის დარღვევა>> მაგრად მეზიზღება იმენა.ტრანსფერს რაც შეეხება აი რო ვფერ იფიქრებ ისეთ ვინმეს მოიყვანენ :დ..ეს რო დებრუინი გაიჩითოს შოკი დამემართება
    Kingleo10
    სტუმარი [?]
    #110 1 სექტემბერი 2022 20:35
    0
    ლეო ზღაპარია, ვერატი შეიძლება ან რის ჯეიმსი რავიცი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #109 1 სექტემბერი 2022 20:34
    0
    ციტატა: Robert lewandovski
    ციტატა: EL MAESTRO 6
    ბომბიო ლაპორტამ, ისეთი პირი უჩანს რომ ეს ბომბი ბერნანდუ არ იქნება, ნეტა ვინაა დავიტანჯე და მოვკვდი ინტრიგით, ახლა რომ მართლა მესი დააბრუნონ, ნებისმიერ სხვა ტრანსფერზე მეტად გამეხარდება

    აუ ლეოს დაბრუნება ძაან გაასწორებს, ტრებლზე გავიწევთ და თან მეფურადაც გავაცილებთ მეფეს, ძაან მინდა.


    მეფე მეფურად კი უნდა გავაცილოთ, მაგრამ 36 წლის ასაკში ცოტა ადრე მგონია; 40 წლამდე მაინც მინდა გააგოროს ბურთი
    nika gela9fcb
    სტუმარი [?]
    #108 1 სექტემბერი 2022 20:34
    0
    არადა 2 საათამდე ჩაუჯდებითქოდა ხვალ გასაუბრებაზე დამიბარეს ადრე მე ამათი ,მარტის მერე არმიმუშავია და ეხლა დაემთხვა ზუსტად 😂😂
    მწერალი [?]
    #107 1 სექტემბერი 2022 20:30
    0
    ციტატა: EL MAESTRO 6
    ბომბიო ლაპორტამ, ისეთი პირი უჩანს რომ ეს ბომბი ბერნანდუ არ იქნება, ნეტა ვინაა დავიტანჯე და მოვკვდი ინტრიგით, ახლა რომ მართლა მესი დააბრუნონ, ნებისმიერ სხვა ტრანსფერზე მეტად გამეხარდება

    აუ ლეოს დაბრუნება ძაან გაასწორებს, ტრებლზე გავიწევთ და თან მეფურადაც გავაცილებთ მეფეს, ძაან მინდა.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #106 1 სექტემბერი 2022 20:27
    0
    ბომბიო ლაპორტამ, ისეთი პირი უჩანს რომ ეს ბომბი ბერნანდუ არ იქნება, ნეტა ვინაა დავიტანჯე და მოვკვდი ინტრიგით, ახლა რომ მართლა მესი დააბრუნონ, ნებისმიერ სხვა ტრანსფერზე მეტად გამეხარდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #105 1 სექტემბერი 2022 20:27
    1
    ერთმა აზრმა გამკრა...
    გუშინ ვიღაც გაბენჩეს და პეპმა სხვა სასტავით ამოტენა (ნუ მერე შეიყვანა მაგრამ მაინც)
    KDB -ზე ხომ არაა საუბარი?
    Culé [?]
    #104 1 სექტემბერი 2022 20:26
    1
    იმედია რონალდო არ იქნება თან ვეღარ დარბის ეგ ჩემისა.თან რეალის პონტია და რეალურად საერთოდ არ გვჭირდება.ნახევარმცველიდან ალბათ ან ბერნარდუს თუ გადააფიქრებინებს ალემანი თორე ისე არ ვიცი
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #103 1 სექტემბერი 2022 20:26
    0
    ციტატა: Albicelecte
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    joy თუ მაგარ ვინმეს არ მოიყვანს, ხვალ უეჭველი მეორე თვალიც ჩალურჯებული ექნება!!! ::დდდ
    joy joy joy
    მგონი მესი მოყავს და არ ვიცით!!! ::დდდ

    აუუუ, ეხლა რომ ლეო დააბრუნონ...
    Lord of Ring-ს ჩავრთავ და მეფის დაბრუნებას ვნახავ კიდევ ერთელ (თუ მეასედ) barca-5 barca-1

    რა ვიცი ასე ნამეტანი ინკოგნიტოდ მე მარტო მესის გვარს შევინახავდი, მართლა უდიდესი სურპრიზი იქნება!!!
    ისე ნეიმარზეც მეფიქრება და რა ვქნა..
    heart_eyes heart_eyes heart_eyes