მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

                ჰგავდა რაღაცით წინა წლის იმედგაცრუებას, "ინტერთან" ჯახს. აუგს რომ ვერაფერს იტყვი, ისე კარგად ითამაშეს, მაგრამ გავარდნენ. განსხვავება მეტოქეშია, წინა წელს "ინტერიც" კარგი იყო, ახლა კი "ატლეტიკო" კარგი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იყო ისეთი როგორიც სიმეონეს სურდა. იცის რა არის საჭირო მოსაგებად და სხვა არც არაფერი სჭირდება. ბარსა იყო შესანიშნავი! მოიგო, მაგრამ არ ეყო. დასანანი მარცხია. საერთოდ, სადაც კი ბარსას "ატლეტიკოსთან" წაუგია, ყველა დასანანი მარცხი იყო, მაგრამ წინა წლებში, თუნდაც უკეთესი შემადგენლობით, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსას "ატლეტიკოსთან" ასე კარგად არასდროს უთამაშია. 

ფლიკის გუნდი საბრძოლო განწყობით ჩავიდა, პირველივე წუთებში შეუტია და საწყის 25 წუთში ყველაფრის დამთავრებაც შეეძლო. საერთოდ, რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იყო, და ვერც ერთში ვერ გარდატყდა ჩვენს სასიკეთოდ. არ გაგვიმართლაო ჰანსიმ თქვა მატჩის ბოლოს და ეგეც იყო კი, რაღაცებში მაგრად არ გაგვიმართლა. საერთოდ ჯამში, ალბათ ჯერ კიდევ არ არის გუნდი მზად. 

ყველაფერი პირველ ტაიმში 

წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ, ლამინეს გამჩერებელი არავინ არის, ისეთ ფორმაშია შეუძლებელია "ატლეტიკოსთან" გოლი ვერ შეაგდოს-მეთქი და აჰა, დაგვიდასტურა. თავიდან თუ წაუვიდა თამაში მერე აბა რაღას გააჩერებ, ჰოდა, წაუვიდა გუშინ. პირველივე წითებიდანვე შეუტია და გაუშვა შორეულ კუთხეში მესის მსგავსად და აქ უკვე ცხადად ვხედავდი წინა წლის ზომერს, მის სეივებს და ქება-დიდებას ქომაგთა მხრიდან. 

მეოთხე წუთზე მოხდა ის, რაც თავიდანვე დადგენილი იყო, ლამინეს უნდა შეეგდო აუცილებლად და შეაგდო კიდეც, თავადვე ჩაუჭრა პასი ლანგლეს, სწრაფადვე გაიქცა თავისუფალ სივრცეში თანაც ისე, რომ თამაშგარეში არ შესულიყო და მოულოდნელად ზუსტი და კარგი პასი მიიღო ფერან ტორესისგან, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეაგდო ლამინემ, ასეთ დარტყმას არ ელოდა მისგან მუსო. გაუძვრინა ფეხებში, შეარცხვინა და აანთო ტაბლოზე ერთიანი. დასაწყისი გადასარევია! 

მეცხრე წუთისთვის უკვე შეიძლებოდა სასურველი ანგარიშის დაფიქსირება, "ატლეტიკო" მძიმე შეცდომებს უშვებდა დაცვაში. ხაზი აბსოლუტურად დარღვეული ჰქონდათ, სასაცილოდაც კი ჩანდა ეს შეცდომები და ბარსა რა თქმა უნდა სწორად იყენებდა, ასე აღმოჩნდა დანი ოლმო ერთი-ერთზე, ლამინეს იდეალური პასის შემდეგ, ერთი შეხებით, კიდევ ერთი შედევრი გამოძერწა, მაგრამ ოლმომ ვერ შეაგდო, მუსომ აჯობა, ეს მისი მეორე ძალიან მაგარი სეივი იყო. 

ოცდამეოთხე წუთზე საწადელს მივაღწით, ოლმომ შეცდომა გამოასწორა და ძალიან კარგი პასი შეუგორა ფერანს, იმანაც გაისწორა ვან ბასტენივით და ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო. ასე ნახევარბრუნში, ასე სწრაფად და მოხერხებულად, ასეთი კარგი დარტყმით, ოჰ, ასეთები მარკოს გაჰქონდა და ახლა ფერანმა შეაგდო. რას ვიფიქრებდი, რომ ვან ბასტენს შევადარებდი, მაგრამ ჰქონდა ეგეთი მატჩი და ჰა... ზღაპრულად თამაშობდა პირველ ტაიმში. 

აი მერე კი მოვიდა ალბათ მატჩის მთავარი მომენტი, მთავარი კულმინაცია, ყველაზე გარდამტეხი მომენტი და საბოლოოდ გადამწყვეტიც. განაახლა მატჩი "ატლეტიკომ" ცენტრიდან და ისევ ლამინემ ჩაჭრა ბურთი, ისევ გენიალური პასი მოიფიქრა და შეასხა კიდეც ხორცი ჩანაფიქრს, დაასვა თავზე სულ მარტო დარჩენილ ფერმინ ლოპესს და აქ და აქვე შეეძლო მატჩი მოეკლა, მაგრამ ისევ მუსო გამოფრინდა კარიდან და მესამედ იხსნა გუნდი საწყის 25 წუთში. არ გავიდა. ფერმინს კი ცხვირში მოხვდა მუსოს ბუცი და გვარიანად ღვარა სისხლი. ამ მომენტიდან უკვე სხვა თამაში იწყება, რომელიც ნაკლებად მოგვეწონა. 

ხუთ წუთში "ატლეტიკომ" ერთი ბურთი გაქვითა. ესე იგი, თავისთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირა. ერთი ასეთი შეტევა მცველებს ზურგსუკან აუცილებლად გაიპარებოდა და გაიპარა კიდეც, ფლანგიდან ფლანგზე, არც კანსელუს ეყო სისწრაფე და არც კუნდეს. 

ამის მერე ბარსა ისევ კარგად თამაშობდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ველი შეიცვალა. ახლა მდევრის როლში აღმოჩნდა ბარსა. 

არაფერი მეორე ტაიმში 

მეორე ტაიმიც ომახიანად დაიწყო ფლიკმა, საერთოდ, გოლიც გავიდა, ისევ ფერანმა შეაგდო, არაფერი დაუჯერებელი ამაში არ ყოფილა, რადგან პირველ ტაიმში უკვე დაგვაჯერა რომ შეუძლია თამაში. ჯერ გავის უნდა შეეგდო, მაგრამ დააფარეს, ჩვენი ყურადღება მთლიანად მასზე იყო, ფერანი გამოგვეპარა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ შევნიშნე თამაშგარე და კარგა ხანს ვიზეიმე, მერე კიდევ... ჰო, თამაშგარე ყოფილა. აი, გავის კი შეეძლო სხვაგვარად დარტყმა. 

მესამოცე წუთიდან შეცვლები დაიწყო, სიმეონემ მთლიანად შეცვალა თამაში. ფლიკმა ეს ვერ შეძლო. "ატლეტიკომ" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ამ უპირატესობას კიდევ ერთი გაქცევა მოჰყვა, ამჯერად ერიკ გარსიამ წააქცია სორლოტი, ამჯერად გარსია გააძევეს. ჩანდა კუნდე, დასაზღვევად მორბოდა და ესე იგი, აღარ არის ბოლო იმედის ჯარიმა თუ კაცი აზღვევს მცველს, მაგრამ მსაჯებმა იმსჯელეს, კუნდე პირველ ტაიმში ისე ნელი იყო, აბა აქ გარსიას როგორ დააზღვევდაო და გააგდეს ჩვენი ძმა, რომელსაც ამ მომენტამდე მშვენიერი მატჩი ჰქონდა. 

ისევ წითელი. ისევ ცენტრალურ ზონაში. აქ კი მორჩა თამაში. სიმეონეს ცვლილებებმა იმუშავა. 

მერე იყო "ატლეტიკოს" შეტევები და ბარსას ბოლო გაბრძოლება, ჩაწოდებები ლევანდოვსკისა და არაუხოზე. აქ შეიქმნა ის ბოლო მომენტი, რომელიც არაუხომ ვერ გამოიყენა. ვერ ვიტყვი, რომ ბურთს კარგად ვერ შეწვდა, უბრალოდ ცუდად დაუხვდა და ააცილა. ეგ იყო და ეგ. ასე მორჩა. ბარსა უკეთესი იყო, მაგრამ დამარცხდა. ლამინე ისევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ისევ დამარცხდა. ისევ ვერ მიდის ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ. არა უშავს, წინ დიდი დრო აქვს, ბარსა კი აგრძელებს შენებას. 

ლა ლიგა რა, ცუდია? 

წინ რა გველის 

წინ გველის მოსაწყენი ტურები და მერე ელ კლასიკო, რომელსაც, შესაძლოა, აღარც შერჩეს ინტრიგა. მე მგონი, სეზონი ამ მატჩით დამთავრდა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 168 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #148 6 საათის წინ
    0
    ციტატა: LOSTIE
    ვინისიუსს არასდროს არაფერს ვერჩოდი, მაგრამ მარტო ამ თამაშის გამო გავუშვებდი გუნდიდან.

    კატასტროფა.

    თუ გახსოვთ დასაწყისში კიმიხს რო ხელი კრა და მსაჯი რო დაელაპარაკა , მანდ ისეთი სახე ქონდა რომ ეტყობოდა ვერ ქონდა ნერვები ფორმაში და ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა რაც მინახავს.

    სრული კონცენტრაცია კვარაზე 🙌🏻

    არაფასებთ მაგ კაცს, არ არის მისი დონის მარცხენა ბინგერი ბაზარზე, საერთოდ არავინ…

    კარგი მწვრთნელი ვინისაც ჭირდება, მბაპეს გოლი მარტომ შექმნა საერთთოდ არაფრისგან… მაინც ვფიქრობ მბაპეზე უკეთესია ინდივიდუალურად, დომინანტ გუნდში 30 გოლზე ავა, რეალი არც ცდილობს იჰოს დომინანტი მთელი მატჩი.
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    Culé [?]
    #147 6 საათის წინ
    1
    ციტატა: barselona♥️💙
    და რას წერენ კიდე.ჩვენ ატლეტიკოს მაინც არ გამოვუგდივართო მაგით ამაყობენ😅😅

    არ ცალიათ ჯერ
    ცოცხალ მკვდარს უტრიალებენ კამავინგას…
    წევრი [?]
    #146 6 საათის წინ
    0
    და რას წერენ კიდე.ჩვენ ატლეტიკოს მაინც არ გამოვუგდივართო მაგით ამაყობენ😅😅
    საიტის ლეგენდა  [?]
    #145 6 საათის წინ
    1
    მე იმათზე მეცინება ახლაა ტილიანს იყიდიან და ბარსა ვერაფერს მოიგებს ლალიგაში😩😩 ამას წერდნენ ბარაას ფანები ბიჭოო😂😂😂 სად ხართ? აქ ხართ?😂😂💩 ორი წელია ქეციანია ყავის მადუღარაც ვერ მოიგეს 😂😂😂😂🤡
    გულშემატკივარი [?]
    #144 6 საათის წინ
    1
    სამართალმა იზეიმა და გაიმარჯვა კიდეც! ჩვენ დაგვცინოდნენ 10 კაცით რო ვიყავით და გოლი რობერ გავიტანეთ და თვითონ 10 წუთში ორი გოლი გაუშვეს🤣🤣🤣🤣🤣🤣ჩვენ ლა ლიგას მაინც მოვიგებთ და მბაპეს მეორე სეზონია და რეალს შლანგი რჩებათ ხელში დდდდ პერესი შეამოწმონ სასწრაფოდ ინფაქტი ჰოარ მოუვიდა😂😂😂😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #143 6 საათის წინ
    0
    ციტატა: Barca
    პსჟ ბაიერნი ძაან მაგარი თამაშებია… იქეთ არსენალმა რა ქნა? ვისაც არსრნალის დაცვა მოგყავთ მაგალითად მაგათ გეკითხებით, მოგწონთ არსენალის სტილი? სპორტონგს 2 თამაშში 1 გოლს რომ უტან?

    " ვგიჟდები " მთელი ცხოვრება საერთოდ ჯერ " არსენალზე " და მერე საერთოდ არტეტაზე განსაკუთრებით ! :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) აი ის ორი საუკეთესო ცენტრალური მცველები (სალიბა/გაბრიელ მაგალიაეში) დაგვითმონ და საერთოდ მაგათ უბალეიშიკიკებ შაბათს " სიტისთან " :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #142 6 საათის წინ
    5
    რეალმა წელს ტრიპლეტი დადო, ანუ სამში გრძელი.
    Culé [?]
    #141 6 საათის წინ
    0
    ციტატა: me da barca
    თურქი გულნარა გაბრაზდა, მე მაგის ჯიში მო...
    თავში აუვარდა მაგ *ლე ბავშვს, თუმცა რა გასაკვირია რეალი ყველას სისხლს უცვლის.

    მაგ სელჩუკზე სუ ის მახსენდება ბოთლზე რო ასრიალდა კლასიკოში.

    Gaucho97,
    ყაყანებენ უკვე
    ლაპორტამ ჩართოოო მსაჯებიო
    🤣
    გულშემატკივარი [?]
    #140 6 საათის წინ
    1
    Არსენალი გადააჯიშა არტეტა ტერორისტმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #139 6 საათის წინ
    0
    წამოვიდა ამათი ანტიპალასაც ამათი ბზიი დედას!!!!!ისე აი ლუის დიასი რო მოგვყავდა და ეგეც ვერ იყიდა ლაპორტამ არადა ზუსტად ეგ კაცი დაგვაკლდა და რაშფორდს გვაყურებინეს🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️იმიტომაც მივიღეთ რაც მივიღეთ
    წევრი [?]
    #138 6 საათის წინ
    0
    ბარსა სეზონის ბოლოს მეორე თასს მაინც აღმართავს, დარჩა უტიტულოდ მილიარდიანი გუნდი, მგონია მბაპეს ის წყევლა დასდევს წარმატებული ფეხბურთელები რომ იყვნენ და არიან მაგრამ ჩემპიონთა ლიგა რომ ვერ მოუგიათ კარიერაში, ისე დავაკვირდეთ აბა არდა გიულერსაც დისკვალიფიკციას თუ მისცემს უეფა გამოეკიდა მსაჯს და აგინა აფურთხა მარტო წითელზე არ უნდა გადაატარონ, ცალკე კამავინგას წითელზე იყაყანებენ მადრიდის ფანები არადა რაფინიას კომენტარზე აჯ*ამდნენ ეს მსაჯებზე ლაპარაკი მაგარი იციანო, ძალია მაგარი წყვილი დარჩა ნახევარფინალში, თქვენი არ ვიცი და ატლეტიკოს ვგულშემატკივრობ არსენალთან ესეთი გუნდი როგორიც არსენალია ფინალსა დააზარალებს და ცუდი საყურებელი იქნება, წავიდნენ პრემიერ ლიგას მიხედონ, რაღაცეები ისე მოხდა ეხლა ჩვენთან გარასხოდნენ მადრიდელები, ეხლა ელ კლასიკოს მუღამიც მიეცემა მანდაც უნდა გამოვისვათ და ეგაა სეზონის დასასრული.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #137 6 საათის წინ
    0
    არსენალი-ატლეტიკო სასწაული სვარკა იქნება. ეგეთი სვარკა ნანახი არ გვაქ ხალხო, მოიმარჯვეთ სვარკის ნიღბები და ჩავუჯდეთ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #136 6 საათის წინ
    1
    ციტატა: Barca
    პსჟ ბაიერნი ძაან მაგარი თამაშებია… იქეთ არსენალმა რა ქნა? ვისაც არსრნალის დაცვა მოგყავთ მაგალითად მაგათ გეკითხებით, მოგწონთ არსენალის სტილი? სპორტონგს 2 თამაშში 1 გოლს რომ უტან?

    სვარკა ფეხბურთი ითამაშა
    არსენალი ყველას ლამაზი ფეხბურთის გამო უყვარდა და ეს რა უქნა არტეტამ
    2010 წლის ინტერს გავს გუნდი, დაჟე ის ინტერი უფრო გახსნილი იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #135 6 საათის წინ
    2
    თურქი გულნარა გაბრაზდა, მე მაგის ჯიში მო...
    თავში აუვარდა მაგ *ლე ბავშვს, თუმცა რა გასაკვირია რეალი ყველას სისხლს უცვლის.
    Culé [?]
    #134 6 საათის წინ
    2
    ოლისეზეე კლასნიი ფეხბურთელი არაა დღეს რაა…. იმენააა კაიფობს ტიპიმინდორზე ისე წყნარად თამაშობსს და ლამაზად მარა იამალს როგორ უნდა შეადაროო ვინმეე მითუმეტეს თავის პოზიციაზე ❤️
    Culé [?]
    #133 6 საათის წინ
    4
    ჰალაზე ლაპორტამ მსაჯები ჩართოოო 🤣🤣🤣
    ლაპორტამ ლიგაზე ყოველ თამაშში რო კაცს გვიგდებენ🤣🤣🤣🤣🤣
    Culé [?]
    #132 6 საათის წინ
    1
    ციტატა: Barca
    პსჟ ბაიერნი ძაან მაგარი თამაშებია… იქეთ არსენალმა რა ქნა? ვისაც არსრნალის დაცვა მოგყავთ მაგალითად მაგათ გეკითხებით, მოგწონთ არსენალის სტილი? სპორტონგს 2 თამაშში 1 გოლს რომ უტან?

    ბარსას რაც ჭირდება ახლა არის ტოპ მცველები სწრაფი და ჭკვიანი და ფლანგები და ცენტრ ფორვარდი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #131 6 საათის წინ
    2
    ონისემ გაუშვა რეალი მაწონზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #130 6 საათის წინ
    0
    ციტატა: Bakero
    ციტატა: Berlinetta♥
    ციტატა: rivaldo80
    და ეს დიასი გინდოდათ ბიჭოო ? 😂

    მგონი ეზ აბდე ჯობს მაგას 😂

    რაო ვინ ჯობდაო ? :)))))))))))))))))))))))))))))))))))))

    მკვდარი იყო წინა მატჩშიც და ახლაც, ძალიან გაუვარდა ასხლეტით გოლი… ორი თამაშში უფრო მეტი გააფუჭა, ვიდრე გააკეთა.

    მე არ მიყვარს მსგავსი ფეხბურთელები, განსაკუთრებით ვინგერები
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    ფანი [?]
    #129 6 საათის წინ
    0
    პსჟ ბაიერნი ძაან მაგარი თამაშებია… იქეთ არსენალმა რა ქნა? ვისაც არსრნალის დაცვა მოგყავთ მაგალითად მაგათ გეკითხებით, მოგწონთ არსენალის სტილი? სპორტონგს 2 თამაშში 1 გოლს რომ უტან?