მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

                ჰგავდა რაღაცით წინა წლის იმედგაცრუებას, "ინტერთან" ჯახს. აუგს რომ ვერაფერს იტყვი, ისე კარგად ითამაშეს, მაგრამ გავარდნენ. განსხვავება მეტოქეშია, წინა წელს "ინტერიც" კარგი იყო, ახლა კი "ატლეტიკო" კარგი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იყო ისეთი როგორიც სიმეონეს სურდა. იცის რა არის საჭირო მოსაგებად და სხვა არც არაფერი სჭირდება. ბარსა იყო შესანიშნავი! მოიგო, მაგრამ არ ეყო. დასანანი მარცხია. საერთოდ, სადაც კი ბარსას "ატლეტიკოსთან" წაუგია, ყველა დასანანი მარცხი იყო, მაგრამ წინა წლებში, თუნდაც უკეთესი შემადგენლობით, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსას "ატლეტიკოსთან" ასე კარგად არასდროს უთამაშია. 

ფლიკის გუნდი საბრძოლო განწყობით ჩავიდა, პირველივე წუთებში შეუტია და საწყის 25 წუთში ყველაფრის დამთავრებაც შეეძლო. საერთოდ, რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იყო, და ვერც ერთში ვერ გარდატყდა ჩვენს სასიკეთოდ. არ გაგვიმართლაო ჰანსიმ თქვა მატჩის ბოლოს და ეგეც იყო კი, რაღაცებში მაგრად არ გაგვიმართლა. საერთოდ ჯამში, ალბათ ჯერ კიდევ არ არის გუნდი მზად. 

ყველაფერი პირველ ტაიმში 

წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ, ლამინეს გამჩერებელი არავინ არის, ისეთ ფორმაშია შეუძლებელია "ატლეტიკოსთან" გოლი ვერ შეაგდოს-მეთქი და აჰა, დაგვიდასტურა. თავიდან თუ წაუვიდა თამაში მერე აბა რაღას გააჩერებ, ჰოდა, წაუვიდა გუშინ. პირველივე წითებიდანვე შეუტია და გაუშვა შორეულ კუთხეში მესის მსგავსად და აქ უკვე ცხადად ვხედავდი წინა წლის ზომერს, მის სეივებს და ქება-დიდებას ქომაგთა მხრიდან. 

მეოთხე წუთზე მოხდა ის, რაც თავიდანვე დადგენილი იყო, ლამინეს უნდა შეეგდო აუცილებლად და შეაგდო კიდეც, თავადვე ჩაუჭრა პასი ლანგლეს, სწრაფადვე გაიქცა თავისუფალ სივრცეში თანაც ისე, რომ თამაშგარეში არ შესულიყო და მოულოდნელად ზუსტი და კარგი პასი მიიღო ფერან ტორესისგან, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეაგდო ლამინემ, ასეთ დარტყმას არ ელოდა მისგან მუსო. გაუძვრინა ფეხებში, შეარცხვინა და აანთო ტაბლოზე ერთიანი. დასაწყისი გადასარევია! 

მეცხრე წუთისთვის უკვე შეიძლებოდა სასურველი ანგარიშის დაფიქსირება, "ატლეტიკო" მძიმე შეცდომებს უშვებდა დაცვაში. ხაზი აბსოლუტურად დარღვეული ჰქონდათ, სასაცილოდაც კი ჩანდა ეს შეცდომები და ბარსა რა თქმა უნდა სწორად იყენებდა, ასე აღმოჩნდა დანი ოლმო ერთი-ერთზე, ლამინეს იდეალური პასის შემდეგ, ერთი შეხებით, კიდევ ერთი შედევრი გამოძერწა, მაგრამ ოლმომ ვერ შეაგდო, მუსომ აჯობა, ეს მისი მეორე ძალიან მაგარი სეივი იყო. 

ოცდამეოთხე წუთზე საწადელს მივაღწით, ოლმომ შეცდომა გამოასწორა და ძალიან კარგი პასი შეუგორა ფერანს, იმანაც გაისწორა ვან ბასტენივით და ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო. ასე ნახევარბრუნში, ასე სწრაფად და მოხერხებულად, ასეთი კარგი დარტყმით, ოჰ, ასეთები მარკოს გაჰქონდა და ახლა ფერანმა შეაგდო. რას ვიფიქრებდი, რომ ვან ბასტენს შევადარებდი, მაგრამ ჰქონდა ეგეთი მატჩი და ჰა... ზღაპრულად თამაშობდა პირველ ტაიმში. 

აი მერე კი მოვიდა ალბათ მატჩის მთავარი მომენტი, მთავარი კულმინაცია, ყველაზე გარდამტეხი მომენტი და საბოლოოდ გადამწყვეტიც. განაახლა მატჩი "ატლეტიკომ" ცენტრიდან და ისევ ლამინემ ჩაჭრა ბურთი, ისევ გენიალური პასი მოიფიქრა და შეასხა კიდეც ხორცი ჩანაფიქრს, დაასვა თავზე სულ მარტო დარჩენილ ფერმინ ლოპესს და აქ და აქვე შეეძლო მატჩი მოეკლა, მაგრამ ისევ მუსო გამოფრინდა კარიდან და მესამედ იხსნა გუნდი საწყის 25 წუთში. არ გავიდა. ფერმინს კი ცხვირში მოხვდა მუსოს ბუცი და გვარიანად ღვარა სისხლი. ამ მომენტიდან უკვე სხვა თამაში იწყება, რომელიც ნაკლებად მოგვეწონა. 

ხუთ წუთში "ატლეტიკომ" ერთი ბურთი გაქვითა. ესე იგი, თავისთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირა. ერთი ასეთი შეტევა მცველებს ზურგსუკან აუცილებლად გაიპარებოდა და გაიპარა კიდეც, ფლანგიდან ფლანგზე, არც კანსელუს ეყო სისწრაფე და არც კუნდეს. 

ამის მერე ბარსა ისევ კარგად თამაშობდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ველი შეიცვალა. ახლა მდევრის როლში აღმოჩნდა ბარსა. 

არაფერი მეორე ტაიმში 

მეორე ტაიმიც ომახიანად დაიწყო ფლიკმა, საერთოდ, გოლიც გავიდა, ისევ ფერანმა შეაგდო, არაფერი დაუჯერებელი ამაში არ ყოფილა, რადგან პირველ ტაიმში უკვე დაგვაჯერა რომ შეუძლია თამაში. ჯერ გავის უნდა შეეგდო, მაგრამ დააფარეს, ჩვენი ყურადღება მთლიანად მასზე იყო, ფერანი გამოგვეპარა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ შევნიშნე თამაშგარე და კარგა ხანს ვიზეიმე, მერე კიდევ... ჰო, თამაშგარე ყოფილა. აი, გავის კი შეეძლო სხვაგვარად დარტყმა. 

მესამოცე წუთიდან შეცვლები დაიწყო, სიმეონემ მთლიანად შეცვალა თამაში. ფლიკმა ეს ვერ შეძლო. "ატლეტიკომ" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ამ უპირატესობას კიდევ ერთი გაქცევა მოჰყვა, ამჯერად ერიკ გარსიამ წააქცია სორლოტი, ამჯერად გარსია გააძევეს. ჩანდა კუნდე, დასაზღვევად მორბოდა და ესე იგი, აღარ არის ბოლო იმედის ჯარიმა თუ კაცი აზღვევს მცველს, მაგრამ მსაჯებმა იმსჯელეს, კუნდე პირველ ტაიმში ისე ნელი იყო, აბა აქ გარსიას როგორ დააზღვევდაო და გააგდეს ჩვენი ძმა, რომელსაც ამ მომენტამდე მშვენიერი მატჩი ჰქონდა. 

ისევ წითელი. ისევ ცენტრალურ ზონაში. აქ კი მორჩა თამაში. სიმეონეს ცვლილებებმა იმუშავა. 

მერე იყო "ატლეტიკოს" შეტევები და ბარსას ბოლო გაბრძოლება, ჩაწოდებები ლევანდოვსკისა და არაუხოზე. აქ შეიქმნა ის ბოლო მომენტი, რომელიც არაუხომ ვერ გამოიყენა. ვერ ვიტყვი, რომ ბურთს კარგად ვერ შეწვდა, უბრალოდ ცუდად დაუხვდა და ააცილა. ეგ იყო და ეგ. ასე მორჩა. ბარსა უკეთესი იყო, მაგრამ დამარცხდა. ლამინე ისევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ისევ დამარცხდა. ისევ ვერ მიდის ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ. არა უშავს, წინ დიდი დრო აქვს, ბარსა კი აგრძელებს შენებას. 

ლა ლიგა რა, ცუდია? 

წინ რა გველის 

წინ გველის მოსაწყენი ტურები და მერე ელ კლასიკო, რომელსაც, შესაძლოა, აღარც შერჩეს ინტრიგა. მე მგონი, სეზონი ამ მატჩით დამთავრდა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 168 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #128 6 საათის წინ
    0
    იმ სილქის რელაის ფანმა ნეტა რა თქვა გუშინდელ თამაშზე:) კამავინგას წითელი რომ გამოიტირა
    ფანი [?]
    #127 6 საათის წინ
    1
    ახლა რას იყვის არბელოა მსაჯებზე? ჩვენ მადრიდის რეალი ვართო? 😂
    გულშემატკივარი [?]
    #126 6 საათის წინ
    0
    ვინისიუსს არასდროს არაფერს ვერჩოდი, მაგრამ მარტო ამ თამაშის გამო გავუშვებდი გუნდიდან.

    კატასტროფა.

    თუ გახსოვთ დასაწყისში კიმიხს რო ხელი კრა და მსაჯი რო დაელაპარაკა , მანდ ისეთი სახე ქონდა რომ ეტყობოდა ვერ ქონდა ნერვები ფორმაში და ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა რაც მინახავს.

    სრული კონცენტრაცია კვარაზე 🙌🏻
    საიტის ლეგენდა  [?]
    #125 6 საათის წინ
    0
    ციტატა: La Pulga10
    ციტატა: rivaldo80
    ეჰ იამალი დაბრუნების აღარ მჯერა 0 ტიპი 😩

    მუსიალა უნდა გეთქვა ალბათ😂😂

    უი ხო რა იამალი ღმერთმა დაგვიფაროს 😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #124 6 საათის წინ
    0
    ციტატა: rivaldo80
    ეჰ იამალი დაბრუნების აღარ მჯერა 0 ტიპი 😩

    მუსიალა უნდა გეთქვა ალბათ😂😂
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #123 6 საათის წინ
    1
    კიდევ ერთი უტიტულო წელი რეალს😀😀
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #122 6 საათის წინ
    0
    ეჰ მუსიალას დაბრუნების აღარ მჯერა 0 ტიპი 😩
    წევრი [?]
    #121 6 საათის წინ
    0
    ციტატა: Albicelecte
    რაც კაია კაია, რევანში შედგა, სრულფასოვან....
    რაც ამდენი ხანი ბავარიელების სისხლი სვეს, ამოარწყევინეს უკან

    არ იმსახურებდა ამ ანგარიშს რეალი. 3 ბურთით უნდა წაეგოთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #120 6 საათის წინ
    0
    მორჩა კინო წადით სახლში
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #119 6 საათის წინ
    0
    მაგრად ტეხავს ვისი ფანიც არუნდა იყო ბარსელონას ასე გაწირვა და მერე ამ თამაშში უამრავი შეცდომა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #118 6 საათის წინ
    2
    რაც კაია კაია, რევანში შედგა, სრულფასოვან....
    რაც ამდენი ხანი ბავარიელების სისხლი სვეს, ამოარწყევინეს უკან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #117 6 საათის წინ
    3
    ოლისეემ ლურსმაანი დაარჭოო😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #116 6 საათის წინ
    0
    ოხ ეს ნოიერი ბიჭო რეებს მოიგონებს ხოლმე
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #115 6 საათის წინ
    0
    ნუ მსაჯებს ძაან შიგ აქვთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #114 6 საათის წინ
    2
    ციტატა: me da barca
    კამავინგა მორბენალი შავი თხა.

    მიყვარს კამავინგა,
    MVP-არის ჩემთვის დღეს :)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #113 6 საათის წინ
    0
    კამავინგა მორბენალი შავი თხა.
    Culé [?]
    #112 6 საათის წინ
    0
    ასეა თამაში გააფუჭა თუმცა გუშინდელისგან განსხვავებით აქ აღარაფერი იყო დარჩენილო და იქ მთელი მეორე ტაიმი იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #111 6 საათის წინ
    4
    ის ანეკდოტი გახსოვთ? ბოლოს ტყვია ესროლეს, ნამეტანი ტვინს ტ-დაო
    :)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #110 6 საათის წინ
    3
    ახლა იწიკვინეთ მსაჯებზე რეალის ქომაგებო კარგიაა?😂😂 არაუშავს ჩვენ სულ ეგრე ვართ😂
    Culé [?]
    #109 6 საათის წინ
    1
    ყველა ისეთ ფეხბურთელს შვეცი ვინც არ აპრესინგებს ასეთ თამაშში!