მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

                ჰგავდა რაღაცით წინა წლის იმედგაცრუებას, "ინტერთან" ჯახს. აუგს რომ ვერაფერს იტყვი, ისე კარგად ითამაშეს, მაგრამ გავარდნენ. განსხვავება მეტოქეშია, წინა წელს "ინტერიც" კარგი იყო, ახლა კი "ატლეტიკო" კარგი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იყო ისეთი როგორიც სიმეონეს სურდა. იცის რა არის საჭირო მოსაგებად და სხვა არც არაფერი სჭირდება. ბარსა იყო შესანიშნავი! მოიგო, მაგრამ არ ეყო. დასანანი მარცხია. საერთოდ, სადაც კი ბარსას "ატლეტიკოსთან" წაუგია, ყველა დასანანი მარცხი იყო, მაგრამ წინა წლებში, თუნდაც უკეთესი შემადგენლობით, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსას "ატლეტიკოსთან" ასე კარგად არასდროს უთამაშია. 

ფლიკის გუნდი საბრძოლო განწყობით ჩავიდა, პირველივე წუთებში შეუტია და საწყის 25 წუთში ყველაფრის დამთავრებაც შეეძლო. საერთოდ, რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იყო, და ვერც ერთში ვერ გარდატყდა ჩვენს სასიკეთოდ. არ გაგვიმართლაო ჰანსიმ თქვა მატჩის ბოლოს და ეგეც იყო კი, რაღაცებში მაგრად არ გაგვიმართლა. საერთოდ ჯამში, ალბათ ჯერ კიდევ არ არის გუნდი მზად. 

ყველაფერი პირველ ტაიმში 

წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ, ლამინეს გამჩერებელი არავინ არის, ისეთ ფორმაშია შეუძლებელია "ატლეტიკოსთან" გოლი ვერ შეაგდოს-მეთქი და აჰა, დაგვიდასტურა. თავიდან თუ წაუვიდა თამაში მერე აბა რაღას გააჩერებ, ჰოდა, წაუვიდა გუშინ. პირველივე წითებიდანვე შეუტია და გაუშვა შორეულ კუთხეში მესის მსგავსად და აქ უკვე ცხადად ვხედავდი წინა წლის ზომერს, მის სეივებს და ქება-დიდებას ქომაგთა მხრიდან. 

მეოთხე წუთზე მოხდა ის, რაც თავიდანვე დადგენილი იყო, ლამინეს უნდა შეეგდო აუცილებლად და შეაგდო კიდეც, თავადვე ჩაუჭრა პასი ლანგლეს, სწრაფადვე გაიქცა თავისუფალ სივრცეში თანაც ისე, რომ თამაშგარეში არ შესულიყო და მოულოდნელად ზუსტი და კარგი პასი მიიღო ფერან ტორესისგან, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეაგდო ლამინემ, ასეთ დარტყმას არ ელოდა მისგან მუსო. გაუძვრინა ფეხებში, შეარცხვინა და აანთო ტაბლოზე ერთიანი. დასაწყისი გადასარევია! 

მეცხრე წუთისთვის უკვე შეიძლებოდა სასურველი ანგარიშის დაფიქსირება, "ატლეტიკო" მძიმე შეცდომებს უშვებდა დაცვაში. ხაზი აბსოლუტურად დარღვეული ჰქონდათ, სასაცილოდაც კი ჩანდა ეს შეცდომები და ბარსა რა თქმა უნდა სწორად იყენებდა, ასე აღმოჩნდა დანი ოლმო ერთი-ერთზე, ლამინეს იდეალური პასის შემდეგ, ერთი შეხებით, კიდევ ერთი შედევრი გამოძერწა, მაგრამ ოლმომ ვერ შეაგდო, მუსომ აჯობა, ეს მისი მეორე ძალიან მაგარი სეივი იყო. 

ოცდამეოთხე წუთზე საწადელს მივაღწით, ოლმომ შეცდომა გამოასწორა და ძალიან კარგი პასი შეუგორა ფერანს, იმანაც გაისწორა ვან ბასტენივით და ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო. ასე ნახევარბრუნში, ასე სწრაფად და მოხერხებულად, ასეთი კარგი დარტყმით, ოჰ, ასეთები მარკოს გაჰქონდა და ახლა ფერანმა შეაგდო. რას ვიფიქრებდი, რომ ვან ბასტენს შევადარებდი, მაგრამ ჰქონდა ეგეთი მატჩი და ჰა... ზღაპრულად თამაშობდა პირველ ტაიმში. 

აი მერე კი მოვიდა ალბათ მატჩის მთავარი მომენტი, მთავარი კულმინაცია, ყველაზე გარდამტეხი მომენტი და საბოლოოდ გადამწყვეტიც. განაახლა მატჩი "ატლეტიკომ" ცენტრიდან და ისევ ლამინემ ჩაჭრა ბურთი, ისევ გენიალური პასი მოიფიქრა და შეასხა კიდეც ხორცი ჩანაფიქრს, დაასვა თავზე სულ მარტო დარჩენილ ფერმინ ლოპესს და აქ და აქვე შეეძლო მატჩი მოეკლა, მაგრამ ისევ მუსო გამოფრინდა კარიდან და მესამედ იხსნა გუნდი საწყის 25 წუთში. არ გავიდა. ფერმინს კი ცხვირში მოხვდა მუსოს ბუცი და გვარიანად ღვარა სისხლი. ამ მომენტიდან უკვე სხვა თამაში იწყება, რომელიც ნაკლებად მოგვეწონა. 

ხუთ წუთში "ატლეტიკომ" ერთი ბურთი გაქვითა. ესე იგი, თავისთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირა. ერთი ასეთი შეტევა მცველებს ზურგსუკან აუცილებლად გაიპარებოდა და გაიპარა კიდეც, ფლანგიდან ფლანგზე, არც კანსელუს ეყო სისწრაფე და არც კუნდეს. 

ამის მერე ბარსა ისევ კარგად თამაშობდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ველი შეიცვალა. ახლა მდევრის როლში აღმოჩნდა ბარსა. 

არაფერი მეორე ტაიმში 

მეორე ტაიმიც ომახიანად დაიწყო ფლიკმა, საერთოდ, გოლიც გავიდა, ისევ ფერანმა შეაგდო, არაფერი დაუჯერებელი ამაში არ ყოფილა, რადგან პირველ ტაიმში უკვე დაგვაჯერა რომ შეუძლია თამაში. ჯერ გავის უნდა შეეგდო, მაგრამ დააფარეს, ჩვენი ყურადღება მთლიანად მასზე იყო, ფერანი გამოგვეპარა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ შევნიშნე თამაშგარე და კარგა ხანს ვიზეიმე, მერე კიდევ... ჰო, თამაშგარე ყოფილა. აი, გავის კი შეეძლო სხვაგვარად დარტყმა. 

მესამოცე წუთიდან შეცვლები დაიწყო, სიმეონემ მთლიანად შეცვალა თამაში. ფლიკმა ეს ვერ შეძლო. "ატლეტიკომ" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ამ უპირატესობას კიდევ ერთი გაქცევა მოჰყვა, ამჯერად ერიკ გარსიამ წააქცია სორლოტი, ამჯერად გარსია გააძევეს. ჩანდა კუნდე, დასაზღვევად მორბოდა და ესე იგი, აღარ არის ბოლო იმედის ჯარიმა თუ კაცი აზღვევს მცველს, მაგრამ მსაჯებმა იმსჯელეს, კუნდე პირველ ტაიმში ისე ნელი იყო, აბა აქ გარსიას როგორ დააზღვევდაო და გააგდეს ჩვენი ძმა, რომელსაც ამ მომენტამდე მშვენიერი მატჩი ჰქონდა. 

ისევ წითელი. ისევ ცენტრალურ ზონაში. აქ კი მორჩა თამაში. სიმეონეს ცვლილებებმა იმუშავა. 

მერე იყო "ატლეტიკოს" შეტევები და ბარსას ბოლო გაბრძოლება, ჩაწოდებები ლევანდოვსკისა და არაუხოზე. აქ შეიქმნა ის ბოლო მომენტი, რომელიც არაუხომ ვერ გამოიყენა. ვერ ვიტყვი, რომ ბურთს კარგად ვერ შეწვდა, უბრალოდ ცუდად დაუხვდა და ააცილა. ეგ იყო და ეგ. ასე მორჩა. ბარსა უკეთესი იყო, მაგრამ დამარცხდა. ლამინე ისევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ისევ დამარცხდა. ისევ ვერ მიდის ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ. არა უშავს, წინ დიდი დრო აქვს, ბარსა კი აგრძელებს შენებას. 

ლა ლიგა რა, ცუდია? 

წინ რა გველის 

წინ გველის მოსაწყენი ტურები და მერე ელ კლასიკო, რომელსაც, შესაძლოა, აღარც შერჩეს ინტრიგა. მე მგონი, სეზონი ამ მატჩით დამთავრდა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 168 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #28 გუშინ, 19:44
    4
    მგონი ყველა ლოცვა ყველა ღმერთი რაც კი არსებობს მესის მსოფლიოს შევწირეთ,

    არგენტინას რო არ უმართლებდა და მერე მსოფლიო და 2 კოპა რო წამოიღო იმედია ისე მოგვიწევს.
    ამდენი უიღბლობის მერე ერთხელ ხო მაინც უნდა გაგვიმართლოს???
    საიტის ლეგენდა  [?]
    #27 გუშინ, 17:21
    5
    ფერმინის და მუსოს ეპიზოდზე რას იტყოდით?! პენალტი+წითელი თუ წითელი+თავისუფალი დარტყმა?!
    თუ მაგაზე არაა ბარათი?!
    საჯარიმოში ცხვირის გატეხვა ბუცის ქაცვით არაა წითელი და მაისურზე ოდნავ შეხება წითელია...
    ამას ქვია სამართლიანობა მადრიდულად
    წევრი [?]
    #26 გუშინ, 17:11
    4
    ამ სტატიას დართულ ფოტოს რომ ვუყურებ ამ დროისთვის როგორი სიმშვიდე დამეუფლა ერთუ უცებ ორი გოლი გავუტანეთ სწორედ მაგ ანგარიშის დაქამბექებაზე იძახდა ბევრი რომ თითქმის შეუძლებელიაო და ბარსამ 25 წუთში შეძლო, კიდე ვიტყვი რომ ფერმინს უნდა გაეტანა ჩამოეღო ეგ ბურთი პირდაპირ თუ არ დაარტყავდა...დღეს უფრო მშვიდი გონებით რომ განვიხილავ მომენტებს სამ უეჭველ მომენტზე მწყდება გული, პირველი ეს ფერმინის გამაზული, მეორე დანი ოლმომ ერთი ერთზე რომ გამაზა და ფერანის გოლი რომ არ ჩაგვითვალეს, დღეს მივხვდი გავის უნდა დაერტყა ძალიან მაგარ პოზიციაში იყო,ხანდახან ბარსასგან ეს ზედმეტი პასები ნერვებს მიშლის, ერთს რასაც ვიტყვი ბარსაზე მოდის ყველაზე დიდი ჰეითი აბსოლიტურად ყველა გუნდის გულშემატკივრისგან, მსგავსი სხვა გუნდზე არ შემიმჩნევია, ასევე ძალიან დიდი ჰეითი იამალზე მოდის განა იმიტომ რომ ცუდათ ითამაშა, იმიტომ რომ შურთ ყველას უნდა ეგეთი ფეხბურთელი თავის გუნდში თამაშობდეს ესეთი არაორდინალური მოთამაშეები დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობენ მეორე არ არის არავინ, გულის სიღმრეში ყველა მეტს მოელის მისგან, თორე თამაშს უყურებდე და გამორჩეულად იამალს აკვირდებოდე რასაც ეს აკეთებს ჰეითს როგორ უნდა იწვევდეს შენში,ფერმინის გამაზულზე ვთქვი და ტიპმა რა დონის მატჩში გაუკეთა ტრიველათი პასი თავზე დაასვა, იქ დანახვა ხომ უნდოდა მარტო მყოფი თანაგუნდელის ამას სულ სხვანაირი ხედვა სჭირდება ფეხბურთის, ასევე ოლმოს გამაზული ვთქვი და მაგან დატოვა ერთი ერთზე, ტიპი საგოლე შანსებს ქმნის საოცრად ბევრს და ვერ იყენებენ, წინა თამაში სასწაული ტრიველა პასით რაშფორდი რომ დატოვა მეკარესთან ეგეც ხომ გადაწყვეტდა ბევრ რამეს რომ გაეტანა მარკუს, ზედიზედ სამი თამაში ხომ ვეთამაშეთ ატლეტიკოს სამივე თანაშიდან ერთი დიდი ჰაილაითების ვიდეო რომ შეიკრას იამალის დრიბლინგის პასების და რავიცი ყველაფრის ვერ დაიჯერებ რომ 18 წლის ბიჭია ამ ყველაფერს თითოეულ თამაშში აკეთებს, დაიხვეწება ასაკის მატებასთან ყველა საუკეთესო ფეხბურთელი ეგრე იხვეწებოდა თავიდანვე, მაინც ემოციური კომენტარი გამომივიდა ერთდროულად ბევრი მომენტი მახსენდება და ყველაფრის თქმა მინდა ხოლმე მაგრამ მიხვდებით რა მუღამითაც ვწერ, წინ გველოდება ბევრი რამ, უბრალოდ ტოპ ფეხბურთელების მოყვანის დრო დადგა არანაირი ვალები არ გაგვაგონონ და დეკუს გაპრავებები ისედაც გვყავს საუკეთესო მოთამაშეებიო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #25 გუშინ, 16:48
    0
    ციტატა: Barca for life
    ნუ თავი დავანებოთ იღბალს, კარმას და რაღაც ამოუხსნელ ძალებს და უბრალოდ შევაფსოთ უშუალოდ კლუბის კუთხით რა გაკეთდა არასწორად და რეები მიეწყო ერთმანეთზე:
    პირველ რიგში რაც გაკეთდა არასწორად ის იყო რომ მთელი სატრანსფერო ფანჯარა უილიამსს გადააყოლეს, უფასოდ ტა არ მოიყვანეს და ზოგადად საერთოდ არ უფიქრიათ იმაზე რომ მცველები გვჭირდებოდა, ეგონათ რომ ისევ გაწურავდნენ მთელ სეზონს ინიგო-კუბარსით და რა მოხდა: უცებ ინიგო მოგვიტყდა და გუნდი დარჩა ჰაერში, მენტალურად განადგურებული და ქაოსში, ასევე გვახევდნენ ფერმინს, რომელსაც თავისმხრივ გავისთან ჩხუბი მოუვიდა, პრობლემები იყო შტეგენთან, კამპნოუზე დაბრუნება ჭიანურდებოდა, უილიამსის ნაცვლად შეგვრჩა თრეშფორდი, 2 მილიონად მოიყვანეს ბარჯი და ერთადერთი რაც დაგვილაგდა ძლივს შტეგენის გაჯმეინება და გარსიას მოყვანა იყო, მაგრამ ეს რომ დაცვაში გაჩენილ პრობლემებსა და შეტევას ვერ მოაგვარებდა ისედაც ვიცოდით, ხოდა მოდი პირდაპირ დავსვათ კითხვა რომ აი რისი იმედი გვქონდა?!
    მესმის რომ გულშემატკივრებს ძალიან გვიყვარს ეს კლუბი, მაგრამ ამ სიყვარულში ზოგჯერ დელუზიურები ვხვდებით და ზედმეტი მოლოდინებიც გვიჩნდება უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც გვინდა და არა იმიტომ რომ რეალურ პოტენციალს ვხედავთ.
    მე მაგალითად წინა წელს იყო როცა ვიძახვდი რომ ბარსელონური რენესანსი იწყებოდა და ღრმად მწამს რომ 2 წელია ეს ასეცაა, გუნდი შენდება, გასაყრელები თანდათან გვტოვებენ, მცირედით, მაგრამ ახალი ფეხბურთელებითაც ვძლიერდებით, ლამასია ყოველ წელს ახალ ბიჭს გვჩუქნის და რავი.. ასე მგონია რომ მოუთმენლობაა ჩვენი პრობლემა.
    ვუყურებთ პსჟ-ს და გვინდა რომ ჩვენც ეგ ვიყოთ, გვგონია რომ გვყავს შესაბამისი შემადგენლობა, შესაბამისი მწვრთნელი, მაგრამ რაც არ გვაქვს არის ფინასნები, სწორი ტრანსფერები და შესაბამისად სწორად აწყობილი ტაქტიკაც, უბრალოდ ამ უაზრო შედარებებში რაც გვავიწყდება არის დრო, თუ რამდენი ხანი დაჭირდა პსჟ-ს ამ გუნდის ასაშენებლად და რამხელა ინვესტიციები ჩაიდო..
    ჩვენი გუნდი დღემდე იხდის საფასურს იმის გამო რაც საკუთარ თავს გაუჩალიჩა, მაგრამ ბოლო 2 წლის მანძილზე ჩანს რომ ყველაფერი არასწორად არ კეთდებოდა იმ ბნელ პერიოდებში და რაც კი სწორად გაკეთდა იმის აღმოცენებას ვუყურებთ იამალის, გავის, ბერნალის, ფერმინის, კუბარსისა და ბევრის სახით. უბრალოდ ისევ თავად ვიქცევით არასწორად და ისეთ მაღალ მატერიასაც ვახტებით როგორიცაა დრო, რადგან სულმოუთმენალდ ველოდებით მორიგ ჩლს ვინაიდან ამდენი ლოდინი ყელში ამოვიდა, უბრალოდ არ შეიძლება დაგვავიწყდეს რომ ეს ბიჭები 18 წლისები არიან და 2 წამში ვერ გაიზრდებიან.
    არ შეიძლება გუნდს დაცვის ბურჯად ედგეს 19 წლის კუბარსი და მარტინი და ჯეროდეს რომ ამ გუნდით ლიგას მოგებს, ესაა სრული დელუზია რაღაცის წყურვილში, მაგრამ ეს წყურვილი ძალიან შორსაა რეალობისგან.
    ასევე არ შეიძლება გუნდს ჰყავდეს მენტალურად სლაბი სასტავი და ჯეროდეს რომ დიდ თამაშებში არ გატყდება.
    აი ესაა მიზეზი იმისა თუ რატომაც იგებდა რეალი ამდენ ლიგას, რადგან ყველა ტურნირი სპეციფიურია და შესაბამისი ფეხბურთელები ჭირდება, ხოლო იმისთვის რომ ლიგა მოიგო უნდა გყავდეს ძააალიან ბევრი გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი და ჩვენთან რამდენია ეგეთი მებრძოლი და ჟილკიანი?! ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს რომ ჩემთვის ყველაზე პრობლემატური თემა ესაა და არა ის რომ ატლეტიკომ ლიგიდან გამოგვაგო, ნუ კაი გამოგვაგდო, წუწუნით რამე შეიცვლება?! მაგრამ უნდა დაისვას სწორი აქცენტები იმასთან დაავშირებით თუ რა უნდა გამოსწორდეს ამ სიტუაციების აღმოსაფხვრელად.
    შესაბამისად ჩემი მთავარი აქცენტი ისაა რომ გუნდს ჭირდება გამარჯვებულები და არა ჩემოდანზე მჯდომი პენსიონრები ან სხვა გუნდებში ჩამოწერილი მოიჯარებულები, ან მენტალურად სლაბი ტიპები, რომლებიც ყოველ წაგებაზე თავს იმით იმშვიდებენ რომ ესეც გაივლის..
    ხოდა შტეგენის მსგავსად უნდა გავაგდოთ მსგავსი ტიპის ფეხბურთელები, შედეგად გაჩნდება ფინანსები, ჩავჯდებით 1/1 წესში და მარტივად გავიწევთ ახალ ხალხზე. ეს ახალი ხალხი კი სწორედ ამ პრინციპით უნდა შევარჩიოთ რაც ამ გაგდებულებს არ გააჩნიათ.
    უბრალოდ არ იმსახურებს იამალის დონის ტალანტი რომ ასეთ გუნდში უწევს თამაში და არაა გამორიცხული რომ ერთ მშვენიერ დღეს ფეხი დაკრას და უკეთეს პროექტში გაიქცეს, მე კი ამაზე არანაირი პრეტენზია არ მექნება, რადგან მახსოვს როგორ მოვუშხამეთ მესის საუკეთესო ბოლო წლები და დღევანდელი გადმოსახედიდან ეგოიზმი რომ გვერდზე გადამედო ალბათ ჯობდა რომ სიტიში გადასულიყო.
    ხოდა ძალიან მარტივად შეიძლება ჩამოგვენგრეს ასე სახელდახელოდ შეკოწიწებული გუნდი და მაშინ როცა განვითარებისკენ უნდა გვქონდეს მთავარი გეზი და იმას უნდა ვფიქრობდეთ თუ როგორ შევქმნათ სტაბილურად საუკეთესო გუნდი, ამ მომენტში ჩლდან გამოვარდნაზე ამხელა ჰაიპის აგორება უბრალოდ უადგილო მგონია. ნუ კაი გვეწყინა რომ წავაგეთ, მაგრამ არაა საჭირო იმხელა თემებში გადავვარდეთ რომ დელუზიურად ვიაზროვნოთ.
    ამ გუნდს ჭირდება სერიოზული ცვლილებები და იქამდე სანამ ეს არ მოხდება, უბრალოდ სტანდარტები ცოტათი უნდა დავწიოთ.

    2 ნახევარცველი რომ გვჭირდება გიწერია ? როტაციას რომ არ მიმართავს ? რომ ამბობს ლამასიის დონით აღფრთოვანებული ვარო, და ორი ტრავმირებული საყრდენის მერე ერიკ გარსიათი რომ უწევს თამაში ?
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    საიტის ლეგენდა  [?]
    #24 გუშინ, 16:32
    1
    ციტატა: ChuxrELia
    ერთადერთი რასაც გულით ვგულშემატკივრობ ეხლა არის ის, რომ ატლეტიკო ფინალში გავიდეს და იქ პეჟ-ემ ამოტენოს, ლიჩნად ხვიჩამ ისე, რომ ჩოლო მატჩის დამთავრებამდე თავისი ფეხით გავიდეს მოედნიდან. მაგ კაცს არ ეკუთვნის ლიგის ტიტული არცერთ ვარიანტში და არცერთ პარალელურ სამყაროში, არც დედამიწაზე და არც სხვა პლანეტაზე.

    ფინალი ზედმეტია მათთვის, ნახევარფინალში გავარდნენ და ისეთი ,,სამართლიანი" მსაჯობაც გასინჯონ, როგორიც ჩვენთან ქონდათ, გინდა აქ გინდა კოპაზე. არ ჩათვლილი ნაღდი გოლი კოპაზე, რომელმაც იქონია გავლენა. საეჭვოდ გაგდებული კუბარსი. ბოლო იმედის ჯარიმად ითვლება, მაშინ როცა ერთი-ერთზე გადის და ბურთი წინ აქვს და არა ტრ**თან. კუბარსამდე არ გაგდებული კოკე, ას პროცენტიანი არ დადებული პენალტი და არ გაგდებული ვინც ხელით შეეხო ბურთს, რომელსაც ყვითელი უკვე ქონდა. ამდენ რამეს ერთ გუნდს რომ გაუკეთებ მეტი რაღა გინდა. ზოგი წერს აქ მსაჯიანად უნდა მოვუგოთ და არ უნდა ვიწუწუნოთ. მაგრამ ჩვენ არ გვყავს მესი, ნეიმარი, სუარესი, ჩავი და ინიესტა, რომ მსაჯიანად მოვუგოთ. შენ არ დამჩაგრო, არ წამართვა ის რაც მეკუთვნის და მე მსაჯიანად მოვიგებ თუ უმსაჯოდ ეს ჩემი საქმეა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ თუ ცუდად, მაინც მსაჯის დახმარებით გაგვაგდეს. როდემდე ეს უსამართლობა ერთი გუნდის მიმართ. იყოს ობიექტური მსაჯობა ამ ვარის ეპოქაში მაინც და თუ წავაგეთ თითს მსაჯებისკენ არავინ გაიშვერს.
    მსაჯების დე... შ.... ამდენი უსამართლობის გამო. ესენი ხომ არ ცხონდებიან და მგონი არც არიან ღირსები.
    Culé [?]
    #23 გუშინ, 16:22
    5
    ნუ თავი დავანებოთ იღბალს, კარმას და რაღაც ამოუხსნელ ძალებს და უბრალოდ შევაფსოთ უშუალოდ კლუბის კუთხით რა გაკეთდა არასწორად და რეები მიეწყო ერთმანეთზე:
    პირველ რიგში რაც გაკეთდა არასწორად ის იყო რომ მთელი სატრანსფერო ფანჯარა უილიამსს გადააყოლეს, უფასოდ ტა არ მოიყვანეს და ზოგადად საერთოდ არ უფიქრიათ იმაზე რომ მცველები გვჭირდებოდა, ეგონათ რომ ისევ გაწურავდნენ მთელ სეზონს ინიგო-კუბარსით და რა მოხდა: უცებ ინიგო მოგვიტყდა და გუნდი დარჩა ჰაერში, მენტალურად განადგურებული და ქაოსში, ასევე გვახევდნენ ფერმინს, რომელსაც თავისმხრივ გავისთან ჩხუბი მოუვიდა, პრობლემები იყო შტეგენთან, კამპნოუზე დაბრუნება ჭიანურდებოდა, უილიამსის ნაცვლად შეგვრჩა თრეშფორდი, 2 მილიონად მოიყვანეს ბარჯი და ერთადერთი რაც დაგვილაგდა ძლივს შტეგენის გაჯმეინება და გარსიას მოყვანა იყო, მაგრამ ეს რომ დაცვაში გაჩენილ პრობლემებსა და შეტევას ვერ მოაგვარებდა ისედაც ვიცოდით, ხოდა მოდი პირდაპირ დავსვათ კითხვა რომ აი რისი იმედი გვქონდა?!
    მესმის რომ გულშემატკივრებს ძალიან გვიყვარს ეს კლუბი, მაგრამ ამ სიყვარულში ზოგჯერ დელუზიურები ვხვდებით და ზედმეტი მოლოდინებიც გვიჩნდება უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც გვინდა და არა იმიტომ რომ რეალურ პოტენციალს ვხედავთ.
    მე მაგალითად წინა წელს იყო როცა ვიძახვდი რომ ბარსელონური რენესანსი იწყებოდა და ღრმად მწამს რომ 2 წელია ეს ასეცაა, გუნდი შენდება, გასაყრელები თანდათან გვტოვებენ, მცირედით, მაგრამ ახალი ფეხბურთელებითაც ვძლიერდებით, ლამასია ყოველ წელს ახალ ბიჭს გვჩუქნის და რავი.. ასე მგონია რომ მოუთმენლობაა ჩვენი პრობლემა.
    ვუყურებთ პსჟ-ს და გვინდა რომ ჩვენც ეგ ვიყოთ, გვგონია რომ გვყავს შესაბამისი შემადგენლობა, შესაბამისი მწვრთნელი, მაგრამ რაც არ გვაქვს არის ფინასნები, სწორი ტრანსფერები და შესაბამისად სწორად აწყობილი ტაქტიკაც, უბრალოდ ამ უაზრო შედარებებში რაც გვავიწყდება არის დრო, თუ რამდენი ხანი დაჭირდა პსჟ-ს ამ გუნდის ასაშენებლად და რამხელა ინვესტიციები ჩაიდო..
    ჩვენი გუნდი დღემდე იხდის საფასურს იმის გამო რაც საკუთარ თავს გაუჩალიჩა, მაგრამ ბოლო 2 წლის მანძილზე ჩანს რომ ყველაფერი არასწორად არ კეთდებოდა იმ ბნელ პერიოდებში და რაც კი სწორად გაკეთდა იმის აღმოცენებას ვუყურებთ იამალის, გავის, ბერნალის, ფერმინის, კუბარსისა და ბევრის სახით. უბრალოდ ისევ თავად ვიქცევით არასწორად და ისეთ მაღალ მატერიასაც ვახტებით როგორიცაა დრო, რადგან სულმოუთმენალდ ველოდებით მორიგ ჩლს ვინაიდან ამდენი ლოდინი ყელში ამოვიდა, უბრალოდ არ შეიძლება დაგვავიწყდეს რომ ეს ბიჭები 18 წლისები არიან და 2 წამში ვერ გაიზრდებიან.
    არ შეიძლება გუნდს დაცვის ბურჯად ედგეს 19 წლის კუბარსი და მარტინი და ჯეროდეს რომ ამ გუნდით ლიგას მოგებს, ესაა სრული დელუზია რაღაცის წყურვილში, მაგრამ ეს წყურვილი ძალიან შორსაა რეალობისგან.
    ასევე არ შეიძლება გუნდს ჰყავდეს მენტალურად სლაბი სასტავი და ჯეროდეს რომ დიდ თამაშებში არ გატყდება.
    აი ესაა მიზეზი იმისა თუ რატომაც იგებდა რეალი ამდენ ლიგას, რადგან ყველა ტურნირი სპეციფიურია და შესაბამისი ფეხბურთელები ჭირდება, ხოლო იმისთვის რომ ლიგა მოიგო უნდა გყავდეს ძააალიან ბევრი გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი და ჩვენთან რამდენია ეგეთი მებრძოლი და ჟილკიანი?! ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს რომ ჩემთვის ყველაზე პრობლემატური თემა ესაა და არა ის რომ ატლეტიკომ ლიგიდან გამოგვაგო, ნუ კაი გამოგვაგდო, წუწუნით რამე შეიცვლება?! მაგრამ უნდა დაისვას სწორი აქცენტები იმასთან დაავშირებით თუ რა უნდა გამოსწორდეს ამ სიტუაციების აღმოსაფხვრელად.
    შესაბამისად ჩემი მთავარი აქცენტი ისაა რომ გუნდს ჭირდება გამარჯვებულები და არა ჩემოდანზე მჯდომი პენსიონრები ან სხვა გუნდებში ჩამოწერილი მოიჯარებულები, ან მენტალურად სლაბი ტიპები, რომლებიც ყოველ წაგებაზე თავს იმით იმშვიდებენ რომ ესეც გაივლის..
    ხოდა შტეგენის მსგავსად უნდა გავაგდოთ მსგავსი ტიპის ფეხბურთელები, შედეგად გაჩნდება ფინანსები, ჩავჯდებით 1/1 წესში და მარტივად გავიწევთ ახალ ხალხზე. ეს ახალი ხალხი კი სწორედ ამ პრინციპით უნდა შევარჩიოთ რაც ამ გაგდებულებს არ გააჩნიათ.
    უბრალოდ არ იმსახურებს იამალის დონის ტალანტი რომ ასეთ გუნდში უწევს თამაში და არაა გამორიცხული რომ ერთ მშვენიერ დღეს ფეხი დაკრას და უკეთეს პროექტში გაიქცეს, მე კი ამაზე არანაირი პრეტენზია არ მექნება, რადგან მახსოვს როგორ მოვუშხამეთ მესის საუკეთესო ბოლო წლები და დღევანდელი გადმოსახედიდან ეგოიზმი რომ გვერდზე გადამედო ალბათ ჯობდა რომ სიტიში გადასულიყო.
    ხოდა ძალიან მარტივად შეიძლება ჩამოგვენგრეს ასე სახელდახელოდ შეკოწიწებული გუნდი და მაშინ როცა განვითარებისკენ უნდა გვქონდეს მთავარი გეზი და იმას უნდა ვფიქრობდეთ თუ როგორ შევქმნათ სტაბილურად საუკეთესო გუნდი, ამ მომენტში ჩლდან გამოვარდნაზე ამხელა ჰაიპის აგორება უბრალოდ უადგილო მგონია. ნუ კაი გვეწყინა რომ წავაგეთ, მაგრამ არაა საჭირო იმხელა თემებში გადავვარდეთ რომ დელუზიურად ვიაზროვნოთ.
    ამ გუნდს ჭირდება სერიოზული ცვლილებები და იქამდე სანამ ეს არ მოხდება, უბრალოდ სტანდარტები ცოტათი უნდა დავწიოთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #22 გუშინ, 16:11
    0
    ციტატა: rivaldo80
    ციტატა: უჩა
    კაროჩე პედრის 2 თამაში ჩაუვარდა და უკვე ღადაობა დაიწყეს ისიც ტრავმიდან ახალი დაბრუნებული და დისკომფორტით ითამაშა ბოლო 2 სეზონში მაქსიმუმ 3-4 თამაში ჩაეგდოს

    ხო აი პედრი საყრდენად აპახაონ და დაელოდონ წინ სასწაულებს როდის იზამს ტიპს კლავენ იმენა.

    4-2-3-1 ში სად უნდა იდგეს პედრი? ნაკრებში 10 ზე იდგა ფორვარდის უკან და საერთოდ არ ქონია თამაშზე გავლენა, საყრდენად კი ძალიან იწვება და იჩაგრება დიდ გუნდებთან, გრანდებთან ხო საერთოდ… ბოლოს გრანდი როდის გამოვაგდეთ ლიგიდან ? ბენფიკა, დორტმუნდი ნიუკასლი და ნაპოლია ხო ჩვენი მონაგარი ფლიკთან ერთად ?

    პედრი არის 8 ნომერი, 4-3-3 ს კაცია
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 გუშინ, 15:54
    0
    ციტატა: უჩა
    კაროჩე პედრის 2 თამაში ჩაუვარდა და უკვე ღადაობა დაიწყეს ისიც ტრავმიდან ახალი დაბრუნებული და დისკომფორტით ითამაშა ბოლო 2 სეზონში მაქსიმუმ 3-4 თამაში ჩაეგდოს

    ხო აი პედრი საყრდენად აპახაონ და დაელოდონ წინ სასწაულებს როდის იზამს ტიპს კლავენ იმენა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 გუშინ, 15:48
    2
    ციტატა: უჩა
    კაროჩე პედრის 2 თამაში ჩაუვარდა და უკვე ღადაობა დაიწყეს ისიც ტრავმიდან ახალი დაბრუნებული და დისკომფორტით ითამაშა ბოლო 2 სეზონში მაქსიმუმ 3-4 თამაში ჩაეგდოს

    ინტერთან მაგარი იყო შარშან ?
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    წევრი [?]
    #19 გუშინ, 15:24
    2
    კაროჩე პედრის 2 თამაში ჩაუვარდა და უკვე ღადაობა დაიწყეს ისიც ტრავმიდან ახალი დაბრუნებული და დისკომფორტით ითამაშა ბოლო 2 სეზონში მაქსიმუმ 3-4 თამაში ჩაეგდოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 გუშინ, 15:18
    3
    მეორე ტაიმის შეცვლებმა მოკლა თამაში
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #17 გუშინ, 15:09
    2
    მინუმუმ ტოპ ფორვარდი და მცველი გვჭირდება. კანსელუ უნდა დარჩეს. უნდა გავიშვათ: კრისტენსენი, არაუხო, ლევანა ან ტორესი, რაშფორდი არ უნდა გამოისყიდონ საშინელებაა. კუნდეს გაშვებას რო ითხოვთ უკეთესი ვინ მოგყავთ ეგ მაინტერესებს. გავი მაგარი თამაში ქონდა, იმედია ჯანზე იქნება. პედრიმ ჩააგდო თამაში.
    2-3 კარგი ტრანსფერით მონსტრი გუნდის შეკვრა შეიძლება. ფლიკი კიდე იმედია მიხვდება რომ ყოველთვის თავქუდ მოგლეჯილი შეტევა არარის საჭირო და დაცვასაც უკან დაწევს როცა საჭირო იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 გუშინ, 14:54
    5
    ციტატა: Koundè 23
    გუშინდელი თამაში 100%ფლიკის კისერზეა რატო ვერ გათვალა რო სიმეონეს გადაღეჭილი ეწნებოდა ბარსას ტაქტიკა და შესწავლილი თავიდან ბოლომდე 2 გოლის მერე უნდა გადაწყობილიყო ბარსა და დაცვა აღრ უნდა აეწია სიმეონე არ შეუტევდა ბარსას 100% იცოდა ფლიკმა მარა მაინც გარისკა წავიდოდა მარტო კონტრზე და კინტრზეც კი დავიჩაგრეთ რავი არვიცი უკვე ერთი და იგივე შეცდომის გამო ვისჯდები ან ტაქტიკა შეცვალოს ან წავიდეს ჯერარ მარტინს რო აგიმებთ ტიპმა სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა შეცდომა არ დაუშვია გარსიამ რაც გააკეთა 100 მცველიდან 100 მაგას იზავდა

    100% მარტინს ვინც აგინებს გონზე არა ფეხბურთის ეს დალოცვილი ზოგადი სტატისტიკა მაინც ნახონ მცველების და შეადარონ მაგრამ არა მთავარია დააჯვან 😂 კუნდეს კრიტიკაც გაუგებარია ტიპი არის ცენტრალური მცველი და უკნიდან რატო ვერ ეწევაო გარემარბსო😂 რაც შეხება ჩოლოს დარწმინებული ვარ ეგ პასები და შეგეხებიან თუ არა წაიქეცი დამუშავებული ქონდა 100% აი ამით აჯობა ფლიკს ჯერ მარტო.გადახედეთ უბრალოდ ჩვენაირად თუ გასდის რომელიმე გრანდა გოლები ან ამდენჯერ თუ მიზდევენ უკან სხვა მცველები ფოვარდებს ამაზე კი არავინ ლაპარაკობს.ხალხს გონია კაი მცველს მოიყვან და ეგ აღად მოხდება 😂
    გულშემატკივარი [?]
    #15 გუშინ, 14:46
    4
    გუშინდელი თამაში 100%ფლიკის კისერზეა რატო ვერ გათვალა რო სიმეონეს გადაღეჭილი ეწნებოდა ბარსას ტაქტიკა და შესწავლილი თავიდან ბოლომდე 2 გოლის მერე უნდა გადაწყობილიყო ბარსა და დაცვა აღრ უნდა აეწია სიმეონე არ შეუტევდა ბარსას 100% იცოდა ფლიკმა მარა მაინც გარისკა წავიდოდა მარტო კონტრზე და კინტრზეც კი დავიჩაგრეთ რავი არვიცი უკვე ერთი და იგივე შეცდომის გამო ვისჯდები ან ტაქტიკა შეცვალოს ან წავიდეს ჯერარ მარტინს რო აგიმებთ ტიპმა სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა შეცდომა არ დაუშვია გარსიამ რაც გააკეთა 100 მცველიდან 100 მაგას იზავდა
    წევრი [?]
    #14 გუშინ, 14:37
    3
    იმედია დარჩენილ თამაშებში განსხვავებულ ტაკტიკას მოსინჯავს ფლიკი, ნახოს ერთი როგორ თამაშობს გუნდი ცოტა დაბლა დაწეული დაცვის ხაზით რა უბედურებაა ეს ცენტრამდე აწეული მცველები მერამდენეჯერ უნდა გაგვარღვიონ სამი პასით მაგის გამო, რაც კი გოლები გაგვდის ყველა ერთნაირია არცერთ გუნდს არ გასდის მსგავსი გოლები. ასევე რა დროც რეშფორდს ეძლევა ის დრო ლა მასიელებს და რუნის უნდა მიეცეს, გუშინ რუნი რო შემოვიდა ლევანდოვსკიზე და რეშფორდზე მეტი გააკეთა.
    ცოტა პრაგმატიზმი უნდა ისწავლოს ფლიკმა თორე არ გამოვა ასე არაფერი, ისედაც კადრები გვაკლია და ეს კიდე ისეთი ტაკტიკით თამაშობს ნებისმიერი გაგვარღვევს.
    NN
    Culé [?]
    #13 გუშინ, 14:20
    4
    არავითარ შემთხვევაში რაშფორდში 30 მილიონი არ უნდა გადაიხადონ სასწრაფოდ იამალს ჭირდება ტოპ კლასის ფორვარდი რო პასები დაუფადდეს მოძრავი ხულიან ალვარესივით ფორვარდი გვჭირდება დაცვაში კუნდე გასაჯმეინებელია სასწრაფოდ ტიპს ყველგან გაასწრეს ვაფშე ვისაც დაჭირდა შეტევაში იამალს რონპასს მისცემ იამალია მაგარი და ისედაც გამოვა რამე კანსელო აუცილებლად უნდა დაიტივონ აუცილებლად ყოველ მიზეზ გარეშე თურამე ფანტაზიააქვს გუნდს იამალი პედრი კანსელო დანარჩენი პრაგმატული მოთამაშეა სუყველა რაც შეეხება დაცვას კუბარსის შეცდომის მიუხედავად მიიღებს გამოცდილებას და კუბარსის არავინ არუნდა შეეხოს უნდა დაუყენონ გვერდით გამოცდილი სწრაფი მცველი რომელიც აყვება ფლიკის ფეხვურთს თორე ფლიკის ამ აწეულმა დაცვამ ტვინი მო<<ცენზურის დარღვევა>>ა უკვე ძაან კუნდე რაშფორდი აუცილებლად გასაშვები ხალხია რაშფორდზე კარგად კანსელო თამაშობს ვინგერად პროსტა ძაან უფანტაზიოა დავიღალე მე12 სეზონი დაიწყება და გამოხტება ინტერი ატლეტიკო ყ.ე გუნდები და კიდე მომავალ წელს უნდ ავუცადოთ კაროჩე რა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 გუშინ, 13:49
    4
    სკამი არ გყვავს ძლიერი სხვა რომელი გუნდი ჯობია ჩვენ ბიჭებს კარგით რა მართლა ატლეს უკეთესი სასტავი ყავს? იამალია ჯერ მარტო ნახევარი გუნდი.არსენალზე რომ ბაზრობს სასტავი ძლიერი მცველების გარდა ვინ ყავთ რო? ან ეს პსჟ რა გგონიათ ბიჭო ლუჩოა ეგ გუნდი რომ წავიდეს ისე ჩამოიშლება პსჟ როგორც დაგიბარებიათ.ხავი იძახდა ბევრი ვერ აფასებთ ამ პატარა ბიჭებსო და მართალი იყო ორი წელია მაგრად თამაშობენ და სისტემით აგებენ ვარდებიან ლიგაა სხვა რამეა 2 ბურთს რომ იტაან შენი მცველები არ უნდა იდგნენ ცენტრში თან ვისთან ატლესთან ბიჭოო? იმენა ბასტი ბუბუ შეცდომაა ეგ.მერე კიდე რით ვერ გაიგეს რომ 99% მსაჯები არ გვწყალობენ ამაზეც ხო უნდა იმუშაო და გააკონტროლო თამაში.შარშან ინიგო იყოო რა იგივე შეცდომით არ გამოვარდა ფლიკი? სად მიარბენინებ შეტევაში ან დაცვა დაწიე მაინც.თასიდან გამოგაგდო ლიგის პირველ თამასშიც კი არ გაითვალოსწინა ფლიკმა აწეული დაცვა და გუშინაც იგივე ტყუილად არ გაუშვეს ბიჭოო ნაკრებიდან და ბავაროიდან ჯიუტია ჯიუტი თორე ყველას შეგვაყვარა თავი.პრაგმატულობის გარეშე მსგავს თამაშებს ლიგაზე ვერ მოიგებ ეს გამორიცხულია წავიდა რომანტოული ფეხბურთის დრო დიდი ხანია.✌🏻
    ფანი [?]
    #11 გუშინ, 13:49
    4
    nika 54, ფინალში წაგება უფრო მტკივნეული იქნება ჩოლოსთვის, თან მესამედ წააგებს ფინალს და იქნებ თავი დაიბრიდოს და შეეშვას ამ სპორტს. ფული არც ასე აკლია ატლეტიკოს და არც ისე. პროსტა გამწარებული მინდა ვნახო, ფანჩარს რო იპუტავს და ვერაფერს რო ვერ შვება. რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, მეც ვისიამოვნებ და გულს მოვიფხან. ჩოლოს და მოურინიოს ნაირი მწვრთნელები ვაბშე არ უნდა არსებობდნენ. ტიპებმა გააფუჭეს ფეხბურთი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ძირს დაუვარდათ და გატეხეს
    Culé [?]
    #10 გუშინ, 13:27
    2
    რათქმაუნდა შეცდომები გვაქვს და ვერანაირ კრიტიკას რომ ვერ უძლებს ისეთი მარაზმატიკებიც ხოლმე, მაგრამ ღმერთი რომ მხოლოდ მაშინ არის ჩვენსკენ, როცა თავად ბარსას ფორმა აცვია მოედანზე, ეგ ხო ფაქტია რა უკვე :(
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 გუშინ, 13:27
    4
    ციტატა: ChuxrELia
    ერთადერთი რასაც გულით ვგულშემატკივრობ ეხლა არის ის, რომ ატლეტიკო ფინალში გავიდეს და იქ პეჟ-ემ ამოტენოს, ლიჩნად ხვიჩამ ისე, რომ ჩოლო მატჩის დამთავრებამდე თავისი ფეხით გავიდეს მოედნიდან. მაგ კაცს არ ეკუთვნის ლიგის ტიტული არცერთ ვარიანტში და არცერთ პარალელურ სამყაროში, არც დედამიწაზე და არც სხვა პლანეტაზე.

    არსენალმა ამოტენოს არ ჯობია? ფინალამდე თუ მივიდა მეტ ფულს იშოვიან.