მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

                ჰგავდა რაღაცით წინა წლის იმედგაცრუებას, "ინტერთან" ჯახს. აუგს რომ ვერაფერს იტყვი, ისე კარგად ითამაშეს, მაგრამ გავარდნენ. განსხვავება მეტოქეშია, წინა წელს "ინტერიც" კარგი იყო, ახლა კი "ატლეტიკო" კარგი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იყო ისეთი როგორიც სიმეონეს სურდა. იცის რა არის საჭირო მოსაგებად და სხვა არც არაფერი სჭირდება. ბარსა იყო შესანიშნავი! მოიგო, მაგრამ არ ეყო. დასანანი მარცხია. საერთოდ, სადაც კი ბარსას "ატლეტიკოსთან" წაუგია, ყველა დასანანი მარცხი იყო, მაგრამ წინა წლებში, თუნდაც უკეთესი შემადგენლობით, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსას "ატლეტიკოსთან" ასე კარგად არასდროს უთამაშია. 

ფლიკის გუნდი საბრძოლო განწყობით ჩავიდა, პირველივე წუთებში შეუტია და საწყის 25 წუთში ყველაფრის დამთავრებაც შეეძლო. საერთოდ, რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იყო, და ვერც ერთში ვერ გარდატყდა ჩვენს სასიკეთოდ. არ გაგვიმართლაო ჰანსიმ თქვა მატჩის ბოლოს და ეგეც იყო კი, რაღაცებში მაგრად არ გაგვიმართლა. საერთოდ ჯამში, ალბათ ჯერ კიდევ არ არის გუნდი მზად. 

ყველაფერი პირველ ტაიმში 

წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ, ლამინეს გამჩერებელი არავინ არის, ისეთ ფორმაშია შეუძლებელია "ატლეტიკოსთან" გოლი ვერ შეაგდოს-მეთქი და აჰა, დაგვიდასტურა. თავიდან თუ წაუვიდა თამაში მერე აბა რაღას გააჩერებ, ჰოდა, წაუვიდა გუშინ. პირველივე წითებიდანვე შეუტია და გაუშვა შორეულ კუთხეში მესის მსგავსად და აქ უკვე ცხადად ვხედავდი წინა წლის ზომერს, მის სეივებს და ქება-დიდებას ქომაგთა მხრიდან. 

მეოთხე წუთზე მოხდა ის, რაც თავიდანვე დადგენილი იყო, ლამინეს უნდა შეეგდო აუცილებლად და შეაგდო კიდეც, თავადვე ჩაუჭრა პასი ლანგლეს, სწრაფადვე გაიქცა თავისუფალ სივრცეში თანაც ისე, რომ თამაშგარეში არ შესულიყო და მოულოდნელად ზუსტი და კარგი პასი მიიღო ფერან ტორესისგან, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეაგდო ლამინემ, ასეთ დარტყმას არ ელოდა მისგან მუსო. გაუძვრინა ფეხებში, შეარცხვინა და აანთო ტაბლოზე ერთიანი. დასაწყისი გადასარევია! 

მეცხრე წუთისთვის უკვე შეიძლებოდა სასურველი ანგარიშის დაფიქსირება, "ატლეტიკო" მძიმე შეცდომებს უშვებდა დაცვაში. ხაზი აბსოლუტურად დარღვეული ჰქონდათ, სასაცილოდაც კი ჩანდა ეს შეცდომები და ბარსა რა თქმა უნდა სწორად იყენებდა, ასე აღმოჩნდა დანი ოლმო ერთი-ერთზე, ლამინეს იდეალური პასის შემდეგ, ერთი შეხებით, კიდევ ერთი შედევრი გამოძერწა, მაგრამ ოლმომ ვერ შეაგდო, მუსომ აჯობა, ეს მისი მეორე ძალიან მაგარი სეივი იყო. 

ოცდამეოთხე წუთზე საწადელს მივაღწით, ოლმომ შეცდომა გამოასწორა და ძალიან კარგი პასი შეუგორა ფერანს, იმანაც გაისწორა ვან ბასტენივით და ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო. ასე ნახევარბრუნში, ასე სწრაფად და მოხერხებულად, ასეთი კარგი დარტყმით, ოჰ, ასეთები მარკოს გაჰქონდა და ახლა ფერანმა შეაგდო. რას ვიფიქრებდი, რომ ვან ბასტენს შევადარებდი, მაგრამ ჰქონდა ეგეთი მატჩი და ჰა... ზღაპრულად თამაშობდა პირველ ტაიმში. 

აი მერე კი მოვიდა ალბათ მატჩის მთავარი მომენტი, მთავარი კულმინაცია, ყველაზე გარდამტეხი მომენტი და საბოლოოდ გადამწყვეტიც. განაახლა მატჩი "ატლეტიკომ" ცენტრიდან და ისევ ლამინემ ჩაჭრა ბურთი, ისევ გენიალური პასი მოიფიქრა და შეასხა კიდეც ხორცი ჩანაფიქრს, დაასვა თავზე სულ მარტო დარჩენილ ფერმინ ლოპესს და აქ და აქვე შეეძლო მატჩი მოეკლა, მაგრამ ისევ მუსო გამოფრინდა კარიდან და მესამედ იხსნა გუნდი საწყის 25 წუთში. არ გავიდა. ფერმინს კი ცხვირში მოხვდა მუსოს ბუცი და გვარიანად ღვარა სისხლი. ამ მომენტიდან უკვე სხვა თამაში იწყება, რომელიც ნაკლებად მოგვეწონა. 

ხუთ წუთში "ატლეტიკომ" ერთი ბურთი გაქვითა. ესე იგი, თავისთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირა. ერთი ასეთი შეტევა მცველებს ზურგსუკან აუცილებლად გაიპარებოდა და გაიპარა კიდეც, ფლანგიდან ფლანგზე, არც კანსელუს ეყო სისწრაფე და არც კუნდეს. 

ამის მერე ბარსა ისევ კარგად თამაშობდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ველი შეიცვალა. ახლა მდევრის როლში აღმოჩნდა ბარსა. 

არაფერი მეორე ტაიმში 

მეორე ტაიმიც ომახიანად დაიწყო ფლიკმა, საერთოდ, გოლიც გავიდა, ისევ ფერანმა შეაგდო, არაფერი დაუჯერებელი ამაში არ ყოფილა, რადგან პირველ ტაიმში უკვე დაგვაჯერა რომ შეუძლია თამაში. ჯერ გავის უნდა შეეგდო, მაგრამ დააფარეს, ჩვენი ყურადღება მთლიანად მასზე იყო, ფერანი გამოგვეპარა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ შევნიშნე თამაშგარე და კარგა ხანს ვიზეიმე, მერე კიდევ... ჰო, თამაშგარე ყოფილა. აი, გავის კი შეეძლო სხვაგვარად დარტყმა. 

მესამოცე წუთიდან შეცვლები დაიწყო, სიმეონემ მთლიანად შეცვალა თამაში. ფლიკმა ეს ვერ შეძლო. "ატლეტიკომ" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ამ უპირატესობას კიდევ ერთი გაქცევა მოჰყვა, ამჯერად ერიკ გარსიამ წააქცია სორლოტი, ამჯერად გარსია გააძევეს. ჩანდა კუნდე, დასაზღვევად მორბოდა და ესე იგი, აღარ არის ბოლო იმედის ჯარიმა თუ კაცი აზღვევს მცველს, მაგრამ მსაჯებმა იმსჯელეს, კუნდე პირველ ტაიმში ისე ნელი იყო, აბა აქ გარსიას როგორ დააზღვევდაო და გააგდეს ჩვენი ძმა, რომელსაც ამ მომენტამდე მშვენიერი მატჩი ჰქონდა. 

ისევ წითელი. ისევ ცენტრალურ ზონაში. აქ კი მორჩა თამაში. სიმეონეს ცვლილებებმა იმუშავა. 

მერე იყო "ატლეტიკოს" შეტევები და ბარსას ბოლო გაბრძოლება, ჩაწოდებები ლევანდოვსკისა და არაუხოზე. აქ შეიქმნა ის ბოლო მომენტი, რომელიც არაუხომ ვერ გამოიყენა. ვერ ვიტყვი, რომ ბურთს კარგად ვერ შეწვდა, უბრალოდ ცუდად დაუხვდა და ააცილა. ეგ იყო და ეგ. ასე მორჩა. ბარსა უკეთესი იყო, მაგრამ დამარცხდა. ლამინე ისევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ისევ დამარცხდა. ისევ ვერ მიდის ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ. არა უშავს, წინ დიდი დრო აქვს, ბარსა კი აგრძელებს შენებას. 

ლა ლიგა რა, ცუდია? 

წინ რა გველის 

წინ გველის მოსაწყენი ტურები და მერე ელ კლასიკო, რომელსაც, შესაძლოა, აღარც შერჩეს ინტრიგა. მე მგონი, სეზონი ამ მატჩით დამთავრდა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 168 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #88 გუშინ, 23:57
    0
    ციტატა: Lionel Messi - 10
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: Lionel Messi - 10
    Ნოიერის ყ#ეობა მერე Არარსებული ჯარიმიდან გატანილი გოლი ახლა საპირისპიროდ არდანიშული ჯარიმა და ჩათვლილი გოლი ძაან საინტერესოა რა იქნება შემდეგი მოგონილი პენალტი? 😏

    გიკვირს რამე?😀 აზრი არ აქ რამდენი წელია ერთი და იგივე ხდება ლიგაზე მსაჯებისგან დაჩაგრული რეალი ოდესმე გინახავს?

    Არანაირად უბრალოდ მაინტერესებს ახლა რაუწევს? Ბაიერნის კაცის გაგდება თუ პენალტი? Იქნებ ოროვე ერთად 😂

    კაცსი გაგდება რათქმაუნდა პენალტზე გაუგდებს კაცს რაც თითქმის აღარ ხდება დღეს
    Culé [?]
    #87 გუშინ, 23:57
    1
    ეს ბაიერნი რაც არუნდა ფორმაში იყვეს რეალს უწვება იმენა ტიპები შეშინებულები თამაშობენ
    გულშემატკივარი [?]
    #86 გუშინ, 23:56
    2
    რავი ბარემ აღარ ითამაშონ და პირდაპირ რეალს მიცენ თასი. 2 გოლი მსაჯმა აშუქა 1 ნოიერმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #85 გუშინ, 23:56
    0
    ნოიერი მგონი დღეს პახმელიაზეა ან მოწეულში. დღეს გამოქლიავდა რასაც ვხედავ.
    წევრი [?]
    #84 გუშინ, 23:55
    2
    მეორე ტაიმში დაიწყებენ ვინისიუსი და მბაპე მინდორზე კოტრიალს და დაუდებენ პენალტს.
    წევრი [?]
    #83 გუშინ, 23:54
    2
    რეალს უწოვენ ლიგაზე მსაჯები როგორც ყოველთვის, ყანამადრიდის დასლევებული კამანდა ჩვენ გვაჯვამს რატომ წუწუნებთო🤣 თავმოყვარეობა არ აქვთ საერთოდ დარჩენილი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #82 გუშინ, 23:53
    3
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: Lionel Messi - 10
    Ნოიერის ყ#ეობა მერე Არარსებული ჯარიმიდან გატანილი გოლი ახლა საპირისპიროდ არდანიშული ჯარიმა და ჩათვლილი გოლი ძაან საინტერესოა რა იქნება შემდეგი მოგონილი პენალტი? 😏

    გიკვირს რამე?😀 აზრი არ აქ რამდენი წელია ერთი და იგივე ხდება ლიგაზე მსაჯებისგან დაჩაგრული რეალი ოდესმე გინახავს?

    Არანაირად უბრალოდ მაინტერესებს ახლა რაუწევს? Ბაიერნის კაცის გაგდება თუ პენალტი? Იქნებ ოროვე ერთად 😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #81 გუშინ, 23:53
    1
    ბიჭო რა იგივე ქნეს რაც ჩვენ 2-2 გახდა მაინც იგეებ ცოტა დაიწიე იფრთხილე გაგორე არაა გადარბიან გიჟებივით ხოდა მიღეეთ რეალი ბიჭოო ბოხუმი კი არა.იმენა რეალთან ყველას ეკუკიაა ეგ ფაქტია და ჩვენ ლა
    მასიით სახევს ვახევთ😂😂💩
    წევრი [?]
    #80 გუშინ, 23:52
    2
    ხო ხო ესეც დამთხვევაა ყოველ ჯერზე როცა რეალი ბაიერნს ხვდება ვითომ მსაჯები შემთხვევით უშვებენ უხეშ შეცდომებს
    Culé [?]
    #79 გუშინ, 23:51
    1
    ციტატა: Lionel Messi - 10
    Ნოიერის ყ#ეობა მერე Არარსებული ჯარიმიდან გატანილი გოლი ახლა საპირისპიროდ არდანიშული ჯარიმა და ჩათვლილი გოლი ძაან საინტერესოა რა იქნება შემდეგი მოგონილი პენალტი? 😏

    გიკვირს რამე?😀 აზრი არ აქ რამდენი წელია ერთი და იგივე ხდება ლიგაზე მსაჯებისგან დაჩაგრული რეალი ოდესმე გინახავს?
    გულშემატკივარი [?]
    #78 გუშინ, 23:48
    1
    კაროჩე იმენაა ეს გუნდი როგორ უნდა გიყვარდეს ამგენის დედებს ვტენე რა ბურთები ჩაუთვალეს ამათ დედებს ვტენე სანამ ჩეფერინია რეალს ასეთები სულ გაუტარდება ფუ იმენა საზიზღარი გუნდია
    გულშემატკივარი [?]
    #77 გუშინ, 23:48
    3
    ფეხბურთის ზეიმი

    იმედია 120 წუთს ვნახავთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #76 გუშინ, 23:48
    3
    Ნოიერის ყ#ეობა მერე Არარსებული ჯარიმიდან გატანილი გოლი ახლა საპირისპიროდ არდანიშული ჯარიმა და ჩათვლილი გოლი ძაან საინტერესოა რა იქნება შემდეგი მოგონილი პენალტი? 😏
    წევრი [?]
    #75 გუშინ, 23:48
    0
    რეალი თ გავარდა ჩათვალეთ ატლეტიკო მოიგებს ძაან მიგრძნობს გული თან 10 წლის თავი იქნება
    ახალბედა [?]
    #74 გუშინ, 23:47
    1
    ეხლა ხო დარწმუნდით მსაჯები წყვითავენ თამაშის ბედს!
    Culé [?]
    #73 გუშინ, 23:47
    1
    იმენა მანჩესტერ სიტის და ბაიერნს მუდამ აწიოკებს რეალი
    ეს რეალი რო ამ ბარსაზე ლიგაზე ნახევარფინალს ითამაშებს ძაანნნნნნნნნნნნნ უსამართლობაა, მაგრამ რას ვიზავთ, იღბალი გჭირდება.
    გამოსალოცია ჩვენი გუნდი რა
    წევრი [?]
    #72 გუშინ, 23:46
    3
    ანუ არასპორტული საქციელისთვის რუდიგერი უნდა გაეგდო და აქეთ ჩაუთვალა რეალს გოლი🤣 ცალკე პენალტი არ დაუდო <<ცენზურის დარღვევა>>თ მადრიდში
    წევრი [?]
    #71 გუშინ, 23:46
    1
    ეს ბაიერნი რა ჩმორია რეალს როხა ხვდება, აბა ჩვენთან ვენებს გადაიხსნიან და რეალთან ისე თამაშობენ გეგონება ბურთი პირველად ნახესო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #70 გუშინ, 23:45
    0
    უპამეკანოო სად დარბიის 😂😂
    ფანი [?]
    #69 გუშინ, 23:44
    0
    რა მაგარი თამაშიაა