მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

                ჰგავდა რაღაცით წინა წლის იმედგაცრუებას, "ინტერთან" ჯახს. აუგს რომ ვერაფერს იტყვი, ისე კარგად ითამაშეს, მაგრამ გავარდნენ. განსხვავება მეტოქეშია, წინა წელს "ინტერიც" კარგი იყო, ახლა კი "ატლეტიკო" კარგი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იყო ისეთი როგორიც სიმეონეს სურდა. იცის რა არის საჭირო მოსაგებად და სხვა არც არაფერი სჭირდება. ბარსა იყო შესანიშნავი! მოიგო, მაგრამ არ ეყო. დასანანი მარცხია. საერთოდ, სადაც კი ბარსას "ატლეტიკოსთან" წაუგია, ყველა დასანანი მარცხი იყო, მაგრამ წინა წლებში, თუნდაც უკეთესი შემადგენლობით, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსას "ატლეტიკოსთან" ასე კარგად არასდროს უთამაშია. 

ფლიკის გუნდი საბრძოლო განწყობით ჩავიდა, პირველივე წუთებში შეუტია და საწყის 25 წუთში ყველაფრის დამთავრებაც შეეძლო. საერთოდ, რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იყო, და ვერც ერთში ვერ გარდატყდა ჩვენს სასიკეთოდ. არ გაგვიმართლაო ჰანსიმ თქვა მატჩის ბოლოს და ეგეც იყო კი, რაღაცებში მაგრად არ გაგვიმართლა. საერთოდ ჯამში, ალბათ ჯერ კიდევ არ არის გუნდი მზად. 

ყველაფერი პირველ ტაიმში 

წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ, ლამინეს გამჩერებელი არავინ არის, ისეთ ფორმაშია შეუძლებელია "ატლეტიკოსთან" გოლი ვერ შეაგდოს-მეთქი და აჰა, დაგვიდასტურა. თავიდან თუ წაუვიდა თამაში მერე აბა რაღას გააჩერებ, ჰოდა, წაუვიდა გუშინ. პირველივე წითებიდანვე შეუტია და გაუშვა შორეულ კუთხეში მესის მსგავსად და აქ უკვე ცხადად ვხედავდი წინა წლის ზომერს, მის სეივებს და ქება-დიდებას ქომაგთა მხრიდან. 

მეოთხე წუთზე მოხდა ის, რაც თავიდანვე დადგენილი იყო, ლამინეს უნდა შეეგდო აუცილებლად და შეაგდო კიდეც, თავადვე ჩაუჭრა პასი ლანგლეს, სწრაფადვე გაიქცა თავისუფალ სივრცეში თანაც ისე, რომ თამაშგარეში არ შესულიყო და მოულოდნელად ზუსტი და კარგი პასი მიიღო ფერან ტორესისგან, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეაგდო ლამინემ, ასეთ დარტყმას არ ელოდა მისგან მუსო. გაუძვრინა ფეხებში, შეარცხვინა და აანთო ტაბლოზე ერთიანი. დასაწყისი გადასარევია! 

მეცხრე წუთისთვის უკვე შეიძლებოდა სასურველი ანგარიშის დაფიქსირება, "ატლეტიკო" მძიმე შეცდომებს უშვებდა დაცვაში. ხაზი აბსოლუტურად დარღვეული ჰქონდათ, სასაცილოდაც კი ჩანდა ეს შეცდომები და ბარსა რა თქმა უნდა სწორად იყენებდა, ასე აღმოჩნდა დანი ოლმო ერთი-ერთზე, ლამინეს იდეალური პასის შემდეგ, ერთი შეხებით, კიდევ ერთი შედევრი გამოძერწა, მაგრამ ოლმომ ვერ შეაგდო, მუსომ აჯობა, ეს მისი მეორე ძალიან მაგარი სეივი იყო. 

ოცდამეოთხე წუთზე საწადელს მივაღწით, ოლმომ შეცდომა გამოასწორა და ძალიან კარგი პასი შეუგორა ფერანს, იმანაც გაისწორა ვან ბასტენივით და ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო. ასე ნახევარბრუნში, ასე სწრაფად და მოხერხებულად, ასეთი კარგი დარტყმით, ოჰ, ასეთები მარკოს გაჰქონდა და ახლა ფერანმა შეაგდო. რას ვიფიქრებდი, რომ ვან ბასტენს შევადარებდი, მაგრამ ჰქონდა ეგეთი მატჩი და ჰა... ზღაპრულად თამაშობდა პირველ ტაიმში. 

აი მერე კი მოვიდა ალბათ მატჩის მთავარი მომენტი, მთავარი კულმინაცია, ყველაზე გარდამტეხი მომენტი და საბოლოოდ გადამწყვეტიც. განაახლა მატჩი "ატლეტიკომ" ცენტრიდან და ისევ ლამინემ ჩაჭრა ბურთი, ისევ გენიალური პასი მოიფიქრა და შეასხა კიდეც ხორცი ჩანაფიქრს, დაასვა თავზე სულ მარტო დარჩენილ ფერმინ ლოპესს და აქ და აქვე შეეძლო მატჩი მოეკლა, მაგრამ ისევ მუსო გამოფრინდა კარიდან და მესამედ იხსნა გუნდი საწყის 25 წუთში. არ გავიდა. ფერმინს კი ცხვირში მოხვდა მუსოს ბუცი და გვარიანად ღვარა სისხლი. ამ მომენტიდან უკვე სხვა თამაში იწყება, რომელიც ნაკლებად მოგვეწონა. 

ხუთ წუთში "ატლეტიკომ" ერთი ბურთი გაქვითა. ესე იგი, თავისთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირა. ერთი ასეთი შეტევა მცველებს ზურგსუკან აუცილებლად გაიპარებოდა და გაიპარა კიდეც, ფლანგიდან ფლანგზე, არც კანსელუს ეყო სისწრაფე და არც კუნდეს. 

ამის მერე ბარსა ისევ კარგად თამაშობდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ველი შეიცვალა. ახლა მდევრის როლში აღმოჩნდა ბარსა. 

არაფერი მეორე ტაიმში 

მეორე ტაიმიც ომახიანად დაიწყო ფლიკმა, საერთოდ, გოლიც გავიდა, ისევ ფერანმა შეაგდო, არაფერი დაუჯერებელი ამაში არ ყოფილა, რადგან პირველ ტაიმში უკვე დაგვაჯერა რომ შეუძლია თამაში. ჯერ გავის უნდა შეეგდო, მაგრამ დააფარეს, ჩვენი ყურადღება მთლიანად მასზე იყო, ფერანი გამოგვეპარა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ შევნიშნე თამაშგარე და კარგა ხანს ვიზეიმე, მერე კიდევ... ჰო, თამაშგარე ყოფილა. აი, გავის კი შეეძლო სხვაგვარად დარტყმა. 

მესამოცე წუთიდან შეცვლები დაიწყო, სიმეონემ მთლიანად შეცვალა თამაში. ფლიკმა ეს ვერ შეძლო. "ატლეტიკომ" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ამ უპირატესობას კიდევ ერთი გაქცევა მოჰყვა, ამჯერად ერიკ გარსიამ წააქცია სორლოტი, ამჯერად გარსია გააძევეს. ჩანდა კუნდე, დასაზღვევად მორბოდა და ესე იგი, აღარ არის ბოლო იმედის ჯარიმა თუ კაცი აზღვევს მცველს, მაგრამ მსაჯებმა იმსჯელეს, კუნდე პირველ ტაიმში ისე ნელი იყო, აბა აქ გარსიას როგორ დააზღვევდაო და გააგდეს ჩვენი ძმა, რომელსაც ამ მომენტამდე მშვენიერი მატჩი ჰქონდა. 

ისევ წითელი. ისევ ცენტრალურ ზონაში. აქ კი მორჩა თამაში. სიმეონეს ცვლილებებმა იმუშავა. 

მერე იყო "ატლეტიკოს" შეტევები და ბარსას ბოლო გაბრძოლება, ჩაწოდებები ლევანდოვსკისა და არაუხოზე. აქ შეიქმნა ის ბოლო მომენტი, რომელიც არაუხომ ვერ გამოიყენა. ვერ ვიტყვი, რომ ბურთს კარგად ვერ შეწვდა, უბრალოდ ცუდად დაუხვდა და ააცილა. ეგ იყო და ეგ. ასე მორჩა. ბარსა უკეთესი იყო, მაგრამ დამარცხდა. ლამინე ისევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ისევ დამარცხდა. ისევ ვერ მიდის ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ. არა უშავს, წინ დიდი დრო აქვს, ბარსა კი აგრძელებს შენებას. 

ლა ლიგა რა, ცუდია? 

წინ რა გველის 

წინ გველის მოსაწყენი ტურები და მერე ელ კლასიკო, რომელსაც, შესაძლოა, აღარც შერჩეს ინტრიგა. მე მგონი, სეზონი ამ მატჩით დამთავრდა. 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 168 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #48 გუშინ, 23:09
    0
    რა ვარსკვლავზეა ეს გუნდიიი შექმნილიი
    იმენა
    დავაი დადონ 16 ლიგაც
    მკიდია აწი
    აღარ უნდა ვუყურო ფეხბურთს , რამე სხვა სპორტი მინდა
    წევრი [?]
    #47 გუშინ, 23:08
    0
    შესტენეს ამ ნაბო** ებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #46 გუშინ, 23:06
    1
    რა ბედი აქვთ ამ დედანაქაჩებს
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #45 გუშინ, 23:04
    0
    რეალისკენ ვარ ამ მატჩში…
    გულშემატკივარი [?]
    #44 გუშინ, 23:04
    2
    რა ყისმათი აქვთ ამ დედა მოხნულებს ჩვენთან ყველა მეკარე დედას იხნავს ამ რეალს რავიცი ღმერთს უყვარს რასაც ქვია ეს გუნდი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #43 გუშინ, 23:03
    2
    ეგეც ნოერიი 😂😂
    ფანი [?]
    #42 გუშინ, 23:03
    1
    ბაიერნის დედა მოვტ*ან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #41 გუშინ, 23:02
    0
    ციტატა: Albicelecte
    და ესპრიტი რომ დააწინაურონ, კუნდე თავის ძველ ადგილას დააბრუნონ და კანსელუ გამოისყიდონ?
    კუნდე ხომ ამპლუით ცენტრალური მცველია? მერე რა, რომ აყლაყუდა არაა? ცენტრალური მცველის კვალობაზე საკმაოდ სწრაფია და არც არაუხოსავით გორილაა;
    იქეთ ესპრიტი და გარსია ითამაშებენ როტაციაში და აქეთ ფლანგზე ბალდემ თუ ვერ მოუმატა, გაყიდი და ჟოფრეს დააყენებ, კანსელუს შემცვლელად დროს ნელ-ნელა მისცემ;
    9-იანია აუცილებლად მოსაყვანი, ეგაა სუსტი რგოლი

    კუნდე თავზე საკმაოდ მაგრად თამაშობს ანუ ახტომაა მაღალო აქვს სიმაღლესთან შედარებით და სწრაფიცაა კუნდეს არავინ გაყიდის ეგეთი იგროკი ძალიან ცოტაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #40 გუშინ, 22:57
    0
    და ესპრიტი რომ დააწინაურონ, კუნდე თავის ძველ ადგილას დააბრუნონ და კანსელუ გამოისყიდონ?
    კუნდე ხომ ამპლუით ცენტრალური მცველია? მერე რა, რომ აყლაყუდა არაა? ცენტრალური მცველის კვალობაზე საკმაოდ სწრაფია და არც არაუხოსავით გორილაა;
    იქეთ ესპრიტი და გარსია ითამაშებენ როტაციაში და აქეთ ფლანგზე ბალდემ თუ ვერ მოუმატა, გაყიდი და ჟოფრეს დააყენებ, კანსელუს შემცვლელად დროს ნელ-ნელა მისცემ;
    9-იანია აუცილებლად მოსაყვანი, ეგაა სუსტი რგოლი
    Culé [?]
    #39 გუშინ, 22:55
    0
    ციტატა: rivaldo80
    ციტატა: Barca
    ბასტონუ რატომ არ მოგწონთ?

    Barcelona have been offered the chance to sign Rafael Leão, who would accept a swap deal involving Ferran Torres.

    [@elnacionalcat]

    ეს ალბათ არ არი მართალი ხო? ეს წყარო ზოგადად სანდოა?

    ლეაოს ძაან დიდი კრიტიკა დაატყდა თავს 50 მილიონადაც მზად არიან გაყიდონ მაგრამ ძალიან საშიშია ლეაოს გუბნდში მოყვანა ბოლბია იმენა ისე კი ლაპორტას ევასებოდა ადრე

    ლეაო ოსიმენი და ბასტონის მაოთრევენ და სულ მოუ<<ცენზურის დარღვევა>>ავენ გუნდს დედას ეგ 3 <<ცენზურის დარღვევა>>🤦🏻‍♂️ ბარელა მოათრიონ ბარემ და სიმეონე მერე ისწავლიან ჭკუას არაპროფესიონალი <<ცენზურის დარღვევა>> რომ არ უნდა ყავდეთ გუნდში 0 სკაუტინგი აქვთ ტიპებს მარტო დიდ სახელებს ეძბეენ ვის რა ჩემფეხებად უნდა ოსიმენი ლეაო და ბასტონი ფეხბურთელები რომელბიც საშინელი ხასიათის არიან და არასტაბილურები ფლიკმა ახალ ტაქტიკაზე იფიქროს თუ ეგენი აღზარდოს თავიდან ფლიკს უნდა მინიმუმ დეიონგის მენტალიტეტის ფეხბურთელი იდეალურ შემთხვევაში ფერმინის და გავის ეგ 3 თუ მოათრიეს და არანაირი იმედი არ უნდა გვქონდეს რადაგნ ზუსტად ისე ჩაიჯვამენ სეოზნის ბოლსო როგორც რაშფორდმა წელს ფელქისმა ზამთარში და კანსელუმ პირველ სეზონში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #38 გუშინ, 22:47
    0
    რეალს ამოტენიან დღეს მაგრად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #37 გუშინ, 22:35
    0
    ციტატა: Barca
    ბასტონუ რატომ არ მოგწონთ?

    Barcelona have been offered the chance to sign Rafael Leão, who would accept a swap deal involving Ferran Torres.

    [@elnacionalcat]

    ეს ალბათ არ არი მართალი ხო? ეს წყარო ზოგადად სანდოა?

    ლეაოს ძაან დიდი კრიტიკა დაატყდა თავს 50 მილიონადაც მზად არიან გაყიდონ მაგრამ ძალიან საშიშია ლეაოს გუბნდში მოყვანა ბოლბია იმენა ისე კი ლაპორტას ევასებოდა ადრე
    Culé [?]
    #36 გუშინ, 22:08
    0
    არც ელკალისკოს ყურების მუღამი მაქ და აღარც თამაშების დამთავრდა სეზონი ლალიგის მოგებჯთ ახლა რაზეც უნდა იფიქრონ არის ვინ გაყიდონ და რა ფასში და ვინ მოიყვანონ ოლმო ხომ მოიყვანეს კვარას მაგივრად წინა ზაფხულსაც არავინ დაიამტეს <<ცენზურის დარღვევა>> რაშფორდის გარდა არც კანსელუა გამკსასყიდი თუ 25+ მილიონი დონარი დაჯდება და რაშფორდი ხომ საერთოდ 10 მილიონიც არ ღირს ის 5 მილიონი და 14 მილიონი ხელფასიც ყელში ამოგვადინა თავისი სირობებით 2 ტურნირიდან გამოგვაგდო პირადად ტიპმა უკან მიაყოლონ არაუხო ოლმო ფერანი შტეგენი 100% დაიბრუნონ ის ვირჯილი იამალი შეაჩ იონ ფორვარდის უკან თამაშს თუ შანსები შექმნა გუშინ იამალმა ცენტრიდან შექმნა ყველაზე კარგი შანსები მარჯვინ ბარდაჯი დადგება მარცნხივ კვარასთვის გვიანია უკვე მარა უნდა იჩალიჩონ ოსიმენი არ ღირს ისაკის კაცაოანი და უარესი ვერსიაა გრიმალდო გვინდა შლოტერბეკი ის ახლავზარდა მემაჯრვენე მცველი მარჯვენა მცველი და სკამის ფორვარდი თუთო პოზიციაზე 2-3 ფეხბურთელი თუ არ იქნება ისევ ამ შედეგს მივიღებთ
    ფანი [?]
    #35 გუშინ, 21:50
    0
    ბასტონუ რატომ არ მოგწონთ?

    Barcelona have been offered the chance to sign Rafael Leão, who would accept a swap deal involving Ferran Torres.

    [@elnacionalcat]

    ეს ალბათ არ არი მართალი ხო? ეს წყარო ზოგადად სანდოა?
    წევრი [?]
    #34 გუშინ, 21:23
    0
    ციტატა: rivaldo80
    ციტატა: Barca for life
    Berlinetta♥,
    კაი ახლა, გუნდში ამდენი რაღაცაა შესაცვლელი და 2 ნახევარმცველი არა 10ის მოლოდინი გვქონდეს კიდე.
    ერთადერთი ნახევარმცველებში ვართ ასე თუ ისე დალაგებულები და უბრალოდ რასაც ვისურვებდი ტონალის მოყვანა და დეიონგის გაყიდვაა, პროსტა იმიტომ რომ სუფთა საყრდენი არაა დეიონგი და ეგ ყველაზე მეტად გვჭირდება. მაგრამ არც მაგისი მოლოდინი მაქვს, არადა აი შინაგანად ვგრძნობ რომ დეიონგიც შტეგენივით და სერხი რობერტოსავითაა გასაშვები, რადგან აი ენერგეტიკა მომდის ეგეთი თორე რეალურად დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახმცველია.
    ასევე სიამოვნებით გავყიდდი ოლმოს და შერკის მოვიყვანდი დაჟე ფერმინისა და ოლმოს ერთად მიცემაც რომ მიწევდეს შერკის აუცილებლად მოვიყვანდი, მაგრამ რეალურებიც ხო უნდა ვიყოთ არა?!
    ამიტო შევეშვათ ნახევარდაცვას რომელსაც ხელს ისედაც არავინ მოკიდებს თორე აგერ ჩემს ნებაზე რომ იყოს იმ 2 კაცს მოვიყვანდი და ვაბშე შევცვლიდი მთლიან სურათს.
    როტაციისთვის კიდე როგორ უნდა მიემართა?! მთელი სეზონია ხალხი ან დამტვრეულია ან ფორმიდან ამოვარდნილი, ლამასიაში კიდევ უდავოდ მაგარი ტალანტები მოგვდის, მაგრამ ძალიან რთულია რომ მაგ ბავშვებს ენდო როცა ძირითადშიც ბავშვებს ათამაშებ.. აი ყველაზე ცუდ გუნდთან რომ დაეყენებინა კიდე მესმის და მცირე როტაციებს ახორციელებდა კიდევაც, მაგრამ სიმართლე ისაა რომ სკამი არ გვყავს და სულ ლამასია ვერ გადაგვარჩენს.
    რაც შეეხება გარსიას, ამ სეზონში უდავოდ ბარსას ტოპ 5 ფეხბურთელში შედის და პროფილურად ყველაზე მეტად საყრდენია ხოდა რაღაცა ისე აგდებით გიწერია თითქოს ვიღაცა ჭიჭვეიშვილი ყოფილიყოს.
    ყავდა ეგერ კასადო, 100ჯერ მისცა შანსი მარა რა?! ჩემი ფეხები, სად გარსია და სად კასადო..
    ჩვენ ახლა გენაცვალე კაი თამაშიც გვინდოდეს და ლამასიელებით მაგის გაკეთება.. ეგრე არ ხდება რა
    რაც გაგვქაჩეს მაგ ბავშვებმა და ფლიკმა ეგეც ზედმეტია უკვე და ახლა ბიძია დეკუმ და ლაპორტამ თუ *რაკი არ გაანძრიეს და წესიერი ხალხი არ მოყარეს ვიძახოთ ლამასია შლამასია, პროსტა რეალისტებიც ვიყოთ და რაღაცა საოცარი ტრანსფერების მოლოდინიც არ გვქონდეს ამათ ხელში. ჩემი აზრით 1 სტრაიკერი, 2 ცენტრალური მცველი, 1 ფულბექი, 1 სკამის მეკარე და 1 სკამის ვინგერი თან გვჭირდება და თან ზედმეტადაც ჟღერს ამათ კვალობაზე მაგრამ აუცილებლობაა, აი სხვა ტრასნფერებს არამგონია რომ შეეხონ თორე ბალდეც გასაჯმეინებელია, ოლმოც, დეიონგიც და ალბათ კუნდეც.. უბრალოდ არარეალურია.

    გუშინ რასაც ოლმო აკეთებდა მაგას შერკი სამჯერ რომ მოევლინოს ამ პლანეტას ვერ იზამს ან ფერმინს რით ჯობია დრიბლინგით? ანუ სწრაფია მატაობს?😂😂 მე მაგის გოლი არ მინახავს და საგოლეც მემგონი ბევრი არ ექნება.არ აფასებთ ძმაო საკუთარ ფეხბურთელებს ფერმინი პრესინგზე რა სივრცესაც ფარავს მაგის ნახევარზე გასაყვანი იქნება ეგ შენი შერკი😂😂 კი მეც მომწონს მაგრამ საერთოდ სხვა ფეხბურთელია ან სად უნდა დაყენო ეგ ბარსაში?😂 ან კუნდეს რას ერჩის ეს ხლახი გაუგებარია ანუ რაღაცა ფორმას ყველა კარგავს და იბრუნებს.✌🏻

    არა რაის შერკი. ჯერ ნელია მაგარი,მერე პრესინგზე არაფერი. კლასნია მარა მაგნაირი კლასნები გვყავს ჩვენც. მოიყვანონ ოსიმენი, 2 მცველი და ცოტა დაბალანსებული ტაქტიკა შეარჩიოს. მერე ვნახოთ მსაჯებიანად რას იზამენ ეს მაიმუნები…
    საიტის ლეგენდა  [?]
    #33 გუშინ, 21:18

    #32 გუშინ, 20:23
    0
    ტრანსფერები გვჭირდება ... სხვა გზა არ არის.
    ფანი [?]
    #31 გუშინ, 20:10
    2
    ერთადერთი პოზიტიური მომენტი გუშინდელი ღამიდან არის ლამინის როგორ ზრდასრული დაღვინებული ადამიანის ქცევა თამაშის ბოლოს ... აი ეს ლამინი ზუსტად ახალი მესი
    Culé [?]
    #30 გუშინ, 20:09
    0
    რა ტონალი, მაგაზე უკეთესი ვარიანტებიცაა.
    ვინმე უფრო სწრაფი, ათლეტური და დაცვაში ძლიერი გვინდა პედრი რო დააზღვიოს.

    სხვათაშორის ფლიკის ბაიერნის ამოწეულ დაცვას სწრაფი ფულბეკები აზღვევდნენ, მაგრამ ბალდე უტვინოა და ძაან სუსტია დაცვაში. ამიტომ მარტო დაცვის ცენტრის გაძლიერებით ვერ მოგვარდება დაცვაში პრობლემები. ორივე მხარეს გვინდა ახალი ფულბეკები, ფლიკის სისტემაში რო ჩაჯდნენ ისეთები.

    ახალ ცხრიანზე არ ღირს 100 მილიონების გაფლანგვა, ჯობია მარცხენა ვინგერში ჩაიდოს ინვესტიცია და რაც დარჩება მაგით ახალი 9-იანი მოიყვანონ. ასლანის არაუშავს მაგ ფასში რასაც აფასებენ.
    Culé [?]
    #29 გუშინ, 20:03
    0
    დასანანია