ფანების 95% წაგებაში ლუის ენრიკეს ადანაშაულებს

ფანების 95% წაგებაში ლუის ენრიკეს ადანაშაულებს

ესპანურმა გამოცემამ Sport-მა თავის მკითხველებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ არის ყველაზე მეტად პასუხისმგებელი "ბარსელონას" მარცხში ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში, "რეალ სოსეიდადთან" შეხვედრაში.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, "ბარსას" გულშემატკივრების უმრავლესობა წაგებაში გუნდის მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ადანაშაულებს. ფანების 95% თვლის, რომ გუნდის წარუმატებლობა მწვრთნელის ფაქტორმა განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ სეზონის მიმდინარეობისას "ბარსას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ არაერთხელ დაუჭირა მხარი ლუის ენრიკეს და თქვა, რომ კლუბს მისი სჯერა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 65 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.