ფანების 95% წაგებაში ლუის ენრიკეს ადანაშაულებს
ესპანურმა გამოცემამ Sport-მა თავის მკითხველებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ არის ყველაზე მეტად პასუხისმგებელი "ბარსელონას" მარცხში ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში, "რეალ სოსეიდადთან" შეხვედრაში.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, "ბარსას" გულშემატკივრების უმრავლესობა წაგებაში გუნდის მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ადანაშაულებს. ფანების 95% თვლის, რომ გუნდის წარუმატებლობა მწვრთნელის ფაქტორმა განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ სეზონის მიმდინარეობისას "ბარსას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ არაერთხელ დაუჭირა მხარი ლუის ენრიკეს და თქვა, რომ კლუბს მისი სჯერა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4
კომენტარები [ 65 ]